საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85299

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ვასილ წერეთლის წერილი „მიწის საკითხი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 9 აპრილის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა იოსებ ხანანაშვილის წერილი „ჰო თუ არა“.

1920

ტიპი: ავტორობა

საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა კონსტანტინოპოლში საქართველოს შსს-ს წინაშე დენიკინის მიერ გადასახლებული ყუბანის რადის წევრებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის უფლების მიცემასთან დაკავშირებით შუამდგომლობა აღძრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელს ახალი ათონის სვიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარმა შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ მონასტრისთვის ნება მიეცათ, გაეყიდა ქალაქ სოხუმში, მიხეილისა და ოლგას ქუჩაზე მდებარე მისი კუთვნილი მამული. საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დასკვნის თანახმად შსს მინისტრმა თხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებლად მიიჩნია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელი აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ (ივანე ანდრონიკაშვილი, სოლომონ ჩოლოყაშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი, ი. დ. ფორაქაშვილი) გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კახეთში თათბირები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოსაგვარებლად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 (20) აპრილს მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნეს ყოფილი მასწავლებლის კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას საბუთი N278.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის მოხსენებები იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა საქართველოს მევენახეობის ხსნა განადგურებისგან.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ დაიბეჭდა მიხ. შალამბერიძეს სტატია ღვინის დუღილისა და ტკბილის შემადგენლობის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალში „ ვაზი და ღვინო“ დაიბეჭდა ს. ჩოლოყაშვილს სტატია ტრენტინოელი საექსპორტო კოოპერატივის შესახებ და კახელებსაც მოუწოდებდა მსგავსად ემოქმედათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა მეღვინეობა-მევენახეობის ყრილობათა საბჭოს მიმართვა მიწათმოქმედების მინისტრისადმი. მიმართვაში მას უხსნიდნენ ქვეყნისთვის მევენახეობის მნიშვნელობას, საბჭოს მისიას და გეგმებს. მათ მინისტრს მთავრობასთან საბჭოს ფინანსურად დახმარების შუამდგომლობა სთხოვეს.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს" ცნობით, საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულება გ. ა. ყიფიანის ნაცვლად სოლომონ მ. ჩოლოყაშვილს დაევალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ ი. ფორაქაშვილი იუწყება, რომ მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს საზოგადოება „კახეთმა“ 20000 მანეთი შესწირა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ ა. აბაშიძე პასუხობს კითხვას, თუ როგორ მზადდება გოგირდის პატრუქები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ გამოქვეყნდა მიხეილ შალამბერიძის სტატია „სოკრატეს სიტყვა ღვინის შესახებ“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 აპრილს წინანდალში სოლომონ ჩოლოყაშვილმა და გ. წინამძღვრიშვილმა ჩაატარეს კრება, სადაც ისაუბრეს მეღვინე-მევენახეობათა ყრილობის საბჭოს შესახებ. მათ დაარსეს მევენახეობის სარაიონო საბჭო და წარმომადგენლად ვასილ ბერეჟიანი აირჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 აპრილს თელავში ჩატარდა თათბირი, რომელიც ან. ყაზახაშვილმა გახსნა, მდივანი ე. კაკულია იყო. მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს წევრებმა, გ. ა. წინამძღიშვილმა და სოლომონ მ. ჩოლოყაშვილმა წაიკითხეს მოხსენებები მათი საქმიანობის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საბჭოს დებულების გეგმის უმთავრესი საფუძვლები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 15 აპრილის ჟურნალში „ვაზი და ღვინო“ გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის მოხსენებები, როგორ შეიძლებოდა საქართველოს მევენახეობის ხსნა განადგურებისგან.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 16 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პოლონეთის წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი დაინიშნა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო მისიის წევრად საქართველოში. მას საგანგებო საქმეთა გამგებლობა დაავალეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 16 აპრილს, 5 საათზე, სოფ. მუკუზანში უნდა გამართულიყო საქართველოს მეღვინე-მევენახეთა საბჭოს თათბირი, რომელსაც დაესწრებოდნენ საბჭოს წევრები: პ. ავერკინი, კ. ნაკაშიძე, ალექსანდრე თომას ძე თუშმალიშვილი, გ. ნახუცრიშვილი, ნ. კ. მაკარაშვილი, ლ. ა. გოგნიაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები.

1920

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს პროფესიულ კავშირთა ცენტრ. საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1920 წლის 17 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა მანდატები რუსეთში გასაგზავნი დელეგაციის წევრებისა გლეხებიდან: დას. საქართველოდან – სევ. ხვიჩია, აღმოსავლეთიდან – არჩილ არავიაშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 17 აპრილს პედაგოგი, მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 აპრილს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრი ნოე რამიშვილი მიწისძვრისაგან დანგრეულ გორს ეწვია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 აპრილს ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა უმაღლესი და საშუალო სკოლების მთავარგამგეს სთხოვა დაებრუნებინა გიმნაზიის ყოფილი მასწავლებლის კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას საბუთი (დროებითი მოწმობა N278), რომელიც თავად წარადგინა სამინისტროში 1920 წლის 12 თებერვალს N71-ით. ხელს აწერენ დირექტორი და საქმისმწარმოებელი ა. დობორჯგინიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ მარტში საზოგადოების შემოსავალი 685 466. 29 მანეთი იყო, გასავალი – 631 676. 40.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 24 მაისს თბილისში უნდა გახსნილიყო ყრილობა სალიტერატურო ქართულის შესამუშავებლად. ყრილობაზე დასასწრებად საზოგადოების გამგეობამ დავით კარიჭაშვილის გაგზავნა გადაწყვიტა.