რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს მასწავლებელთა კავშირის ბიუროს თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ თედო სახოკიას ვაჟა-ფშაველას ნაწერების ბიბლიოგრაფიის შესადგენად 60-საათიანი მუშაობისთვის 6 000 მანეთი ჰქონდა მიღებული.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჯომის განყოფილების გამგეობის თხოვნა 40 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისთვის 30 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქუთაისის გამომცემლობა „მომავლის“ თხოვნა სექტემბრისთვის 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ 40 000 მანეთის ოდენობის კრედიტის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს შორაპნის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 200 000 მანეთამდე კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 100 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ივლისის შემოსავალი 707 899. 07 მანეთი იყო, გასავალი – 545 256. 08 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თედო სახოკიას თხოვნა ვაჟა-ფშაველას ნაწერების ბიბლიოგრაფიის შესადგენად 120-საათიანი მუშაობისთვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა 6 000 მანეთი მიეცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ქუთაისის განყოფილების გამგეობა ხსნიდა წიგნის მაღაზიას და ითხოვდა საზოგადოების ყველა გამოცემას, აგრეთვე თბილისის სხვა გამოცემებს საკომისიოდ. გამგეობამ ყველა თავისი გამოცემის გაგზავნა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 სექტემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე „აკიდოს“ გამოცემის საკითხი განიხილეს. გამგეობამ ქრისტეინე შარაშიძის დაწერილი „აკიდოს“ რეცენზიის „ბუნების კარის“ შემსწორებელი კომისიისთვის გასაცნობად გადაცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 სექტემბერს სიღნაღში უნდა გადაეხადათ ვასილ ბარნოვის 30 წლის მოღვაწეობის იუბილე. მის შემოქმედებაზე მოხსენებას წაიკითხავდა გ. ლეონიძე, მონაწილეობას მიიღებდნენ კოტე მაყაშვილი, დუტუ მეგრელი, სანდრო შანშიაშვილი და სხვ., იუწყება „ერთობა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ რედაქციამ ხონის რაიონული კომიტეტისგან რაფიელ ჩიხლაძის ობლების დასახმარებლად 1000 მანეთი მიიღო, რომელიც შეგროვდა განსვენებულის მეგობრის, დავით კაკაბაძის სურათების გაყიდვით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ სამტრედიიდან დაბრუნდა საქართველოს პროფ. კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ხელაძე, რომელსაც დავალებული ჰქონდა რაიონის რკინიგზელთა კავშირის გამგეობაში მომხდარი კონფლიქტის მოგვარება.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, საინჟინრო-ტექნიკური ჯარების უფროსმა, გენერალმა თაყაიშვილმა სამხედრო მინისტრს უმაღლესი სამხედრო-ტექნიკური განათლების განვითარების საჭიროების შესახებ მოხსენება წარუდგინა, რომელიც საავტომობილო და საჰაერო საქმის სპეციალისტთა კადრების მომზადებას ითვალისწინებდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭო იუწყება ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის გარდაცვალებას.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობაში“ დაბეჭდილი თეოფანე ზემო აკეთელის წერილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყოფილ წევრ სიმონ ხუხუნაიშვილის ხსოვნას ეძღვნებოდა, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ქაშვეთის ეკლესიაში დანიშნული იყო დამფუძნებელი კრების კანცელარიის მოსამსახურის, ტრაგიკულად გარდაცვლილი ვერა საღარაძის პანაშვიდი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 სექტემბრის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, ფინანსთა სამინისტრომ მიიღო ხისგან ქაღალდის გაკეთების სპეციალისტის, როზენკრანცის შუამდგომლობა. იგი აღნიშნავდა, რომ ჰქონდა გაუმჯობესებული ქაღალდის საკეთებელი მანქანები და 7-8 თვის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა ქარხნის ამუშავება. წარადგინა მისი მოწყობის გეგმა და ხისგან დამზადებული საქონლის ნიმუშებიც. სამინისტრომ ეს მასალები შესასწავლად სპეციალისტს გადასცა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 5 სექტემბრის „ერთობა“ წერს, რომ საინჟინრო-ტექნიკური ჯარების უფროსმა, გენ. თაყაიშვილმა სამხედრო მინისტრს წარუდგინა მოხსენება უმაღლესი სამხედრო-ტექნიკური განათლების საქმის განვითარების საჭიროების შესახებ, რათა ამ გზით მომზადდეს საავტომობილო და საჰაერო საქმის სპეციალისტთა კადრი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 6 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის პირველი ოთხი კლასის რუსული ენის მასწავლებელმა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვმა თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს სთხოვა, 1920-1921 სასწავლო წლის დასაწყისიდან სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს საქართველოს განათლების სამინისტრომ მთავრობის საქმეთა მმართველობას დაუბრუნა კათალიკოს-პატრიარქ ლეონიდეს შუამდგომლობა სკოლებში საღვთო სჯულის აღდგენის შესახებ განმარტებით, რომ 1918 წლის 22 ნოემბერს მიღებული კანონის თანახმად, ყველა ტიპის და საფეხურის სახაზინო და კერძო სკოლაში გაუქმდა საღვთო სჯულის სწავლება, ამიტომ შეუძლებლად მიაჩნდა ამ საკითხზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება.