რეგისტრირებული ფაქტები89857
სორტირება თარიღი მზარდობით
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ილარიონ ქავთარაძემ, ისლამ ჯიჯიხიამ, იაგორ ბასილიამ, ბურდუღია მატახურიამ, სოლომონ თემუროვმა, ბახვა ზაქარაიამ, როსტომ წულეისკირმა და გიგო ლიფონავამ ზუგდიდიდან თითო მანეთი შესწირეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ერასტო ალშიბაიამ, ტარასი ახვლედიანმა, ტაგუ ჯიჯიხიამ, მანუჩარ ახვლედიანმა, დავით ფაღავამ, ალექსანდრე ჩიკოიძემ, კოსტა ჩიქოვანმა, ნიკო გაბუნიამ, თეიმურაზ გვათუამ, სპირიდონ აბესაძემ და პეტრე დგებუაძემ ზუგდიდიდან თითო მანეთი შესწირეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხების დასახმარებლად კოწია ცხაკაიამ, ბახვა ხახუბიამ, ფარნ. ავალიშვილმა, ბიტუ მახარაძემ და სტეფანე ჟორდანიამ ზუგდიდიდან ორ-ორი აბაზი შესწირეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ზუგდიდიდან პეტრე ლატარიამ — 35 კაპიკი, საბა ესაკიამ — 30 კაპიკი, უჩანა ჯანაშიამ — 25 კაპიკი, იაკობ ბასილაიამ — 25 კაპიკი, ბეჩუნა ვართაგავამ — 20 კაპიკი და სოსიკო ფარულავამ — 15 კაპიკი შესწირეს.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, მოსახლეობის მიერ შემოწირული თანხით თერგის მაზრის უფროსმა მიხეილ ლორის-მელიქოვმა რამდენიმე უნივერსიტეტში, გიმნაზიაში, სამასწავლებლო სემინარიასა და სახელოსნო სკოლაში სტიპენდიები დააარსა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 25 ივნისს ქუთაისის თავადაზნაურობის კრებამ ბესარიონ ღოღობერიძის მიერ წარდგენილი ბანკის განვითარების ახალი პროექტი დაამტკიცა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივლისში სიმონ დიმიტრის ძე სტაროსელსკის ლიცეუმში ჩარიცხვის საკითხის განსახილველად ილია ჭავჭავაძეს მოსკოვში ელენე ფარნაოზის ასულ ბაგრატიონ-გრუზინსკაიასა და მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელის ნახვაც სურდა, მაგრამ ისინი აგარაკებზე იყვნენ წასულები.
1873
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1873 წლის ივლისში სიმონ სტაროსელსკი მოსკოვში ილია ჭავჭავაძესთან ცხოვრობდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე მოსკოვში, პეტროვსკის პარკში მდებარე შატო დე ფლერში, ფრანგი მსახიობების მიერ გამართულ წარმოდგენას დაესწრო.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე მოსკოვის ბანკის მმართველის მოვალეობის შემსრულებელ ვოლკოვს შეხვდა და ბანკში პრაქტიკის გავლა სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო.

