საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85224

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვარს საგარეჯოში მსახიობ შაქრო საფაროვის მონაწილეობით წარმოადგინეს პიესა „მეზობლები“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 24 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მარგარიტა ქილარჯიშვილი პირველად ვლადიმერ მესხიშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისში გამოვიდა სცენაზე.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ არმავირში გამართულ აკაკი წერეთლის საღამოზე წარმოადგინეს დავით აწყურელის ვოდევილი „ორი მშიერი“.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს მოცეკვავე ალექსანდრე გიორგის ძე ალექსიძემ პარიზის გამოფენაზე ჯილდო მიიღო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ არიმათიელის სტატია გიორგი გრძელიშვილის გარდაცვალების შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მარიამ ანანიაშვილის სტატია „ომის მსხვერპლი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 იანვარს საგარეჯოში დიმიტრი გულისაშვილის თაოსნობით წარმოადგინეს პიესა „მეზობლები“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ ცნობით, მაზრის უფროსი ი. ვასაძე ხელს უწყობდა ზესტაფონში გადამწვარი თეატრის აღორძინებას.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 14 იანვარს ზესტაფონში გადამწვარი თატრის ფონდის გასაძლიერებლად ვასილ ურუშაძის რეჟისორობით წარმოადგინეს „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ კაჭახმაძემ მიქელ-გაბრიელის სამკითხველოს მთელი წლით გამოუწერა „თეატრი და ცხოვრება“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 3 თებერვალს ვექილი, ქართული და რუსული ჟურნალ-გაზეთების თანამშრომელი გიორგი გრძელიშვილი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 26 იანვარს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების თაოსნობით გამართულ აკაკის ხსოვნის საღამოზე პოეტისადმი მიძღვნილი საკუთარი ლექსები წაიკითხეს ალექსანდრე შანშიაშვილმა, გიორგი ქუჩიშვილმა და სვიმონ ფაშალიშვილმა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 30 იანვარს ხაშურის დრამატულმა წრემ წარმოადგინა პოლიევქტოს ანტონის ძე კალანდაძის „სოფლის გმირები“.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის “თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ალ. ს. ლორთქიფანიძე ვაჭარი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იბეჭდებოდა იოსებ იმედაშვილის მიერ შედგენილი ქართულ ენაში შემოსული უცხო სიტყვათა სრული ლექსიკონი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ი. ვასაძე ყვირილის მაზრის უფროსი იყო.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 29 იანვარს თბილისის სახალხო სახლში კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით წარმოადგინეს კომედია „მელანიას ოინები“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 16 იანვარს ქართული კულტურისმოყვარეთა საზოგადოების საჯარო კრებაზე იპოლიტე ვართაგავამ წაიკითხა მოხსენება „სოფელი და სოფლელები სოფრონ მგალობლიშვილის მოთხრობებში“.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის იანვარში ა. კანდელაკი მეოთხე კლასის მოწაფე იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 31 იანვარს თბილისში განათლების სკოლამ გამართა აკაკი წერეთლის საღამო, რომელზეც მეოთხეკლასელმა ა. კანდელაკმა აკაკის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 31 იანვრის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბ. ტურიაშვილი ვაჭარი იყო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 2 იანვარს 23 წლის მეტეხელი სცენისმოყვარე ვანო მაღალაშვილი ოსმალეთის საზღვარზე ბრძოლაში დაიღუპა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 16 ნოემბერს ქუთაისის ქალაქის საბჭომ ინჟინერ მიხაილოვის მიერ რკინიგზის მშენებლობის შესახებ წარმოდგენილი მოხსენება მოისმინა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 9 დეკემბერს ქუთაისში გამართული ქალაქის საბჭოს კრების თავმჯდომარე იყო გრიგოლ გველესიანი.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 19 ნოემბერს კავკასიის მთავარმართებლის თანაშემწე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზე თბილისიდან პეტერბურგში გაემგზავრა.