საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82948

1921

ტიპი: ავტორობა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, აჰმედ მუჰთარ ბეის 1921 წლის განცხადებით ბათუმი იყო თურქეთის, თუმცა, რადგან აღმოსავლეთის პატარა ქვეყნებისთვის ბათუმის პორტი აუცილებელი იყო, ანკარა მათი სუვერენიტეტის პირობით პორტის ინტერნაციონალურად გამოცხადებას შესაძლებლად თვლიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის დასაწყისში თურქეთის მთავრობამ ბოლშევიკებთან ურთიერთობის გასარკვევად მოსკოვში მიმავალ დელეგაციას, რომლის ხელმძღვანელი იყო ალი ფუატ ჯებესოი, არტაანისა და ბათუმის სანჯაყების თურქეთის საზღვრებში მოქცევა დაავალა ყარსის სანჯაყის მსგავსად.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს დიმიტრი ჟლობა მეთვრამეტე საკავალერიო დივიზიის მეთაური იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის იანვრის შუა რიცხვებში მოსკოვში მიმავალი თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ალი ფუატ ფაშა ყარსში ანკარაში მიმავალ საბჭოთა რუსეთის ელჩს, ბუდუ მდივანს შეხვდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს კოწო დოღონაძე ასპინძის ბატალიონში მსახურობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ქუთაისელი კოჩა პატარიძე ასპინძის ბატალიონში მსახურობდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს შალვა ტურაბელიძე ასპინძის ბატალიონში მსახურობდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს თურქეთის დელეგაციის წევრმა ალი ფუატ ჯებესოიმ განაცხადა, რომ ინგლისმა ქართველები სატყუარასავით მისცა რუსეთს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ბათუმში მიმავალ გიორგი მაზნიაშვილს თან ახლდა კახეთის 50-კაციანი პარტიზანული რაზმი და ჰქონდათ 2 ტყვიამფრქვევი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ბათუმში გიორგი მაზნიაშვილის განკარგულებაში მყოფ ქართულ მხედრობას ეხმარებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის მაჰმადიანების პროფქართული ჯგუფი ახმედ ქიქავასა და აბდულ თხილაიშვილის მეთაურობით.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის იანვარში თბილისში მყოფი თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალი ფუატ ჯებესოიმ გენშტაბს მისწერა, გაემართათ თუ არა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრები და დაეყენებინა თუ არა მოსკოვის კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი. თურქეთის მთავრობამ თავისი დელეგაციის კითხვები უპასუხოდ დატოვა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ჰეკერი რუსეთის XI წითელი არმიის სარდალი იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ თბილისში მყოფ თურქეთის დელეგაციას, რომლის ხელმძღვანელი იყო ალი ფუატ ჯებესოი, მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ფევზი ჩაქმაქი იყო თურქეთის პრემიერ-მინისტრიც და თავდაცვის მინისტრიც.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წელს თბილისიდან ჯარების ევაკუაციის წინ გიორგი მაზნიაშვილმა მეგობარ პოეტებს, პაოლო იაშვილსა და ტიციან ტაბიძეს, მოუწოდა, თბილისში დარჩენილიყვნენ და ყველაფერი გაეკეთებინათ დედაქალაქის დარბევისგან დასაცავად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ბათუმში გიორგი მაზნიაშვილის განკარგულებაში მყოფ ქართულ მხედრობას მოხალისე არტილერისტები ეხმარებოდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ბათუმში გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით ქართულმა შენაერთებმა დაიკავეს პოზიცია ნავსადგურიდან საბარგო სადგურამდე, მაგრამ თურქები უკან დახევას და ქალაქის დატოვებას არ აპირებდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს ბათუმში გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილის განკარგულებაში მყოფ ქართულ მხედრობას ეხმარებოდნენ ბათუმის მიმდებარე სოფლების მცხოვრებნი ოსმან მიქელაძის წინამძღოლობით.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მწერალი ელიზბარ მაისურაძე გენერალ გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილის ნათლული იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს სპირიდონ კედია საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს საქართველოს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ და პოლიტიკური პარტიის ლიდერმა სპირიდონ კედიამ ემიგრაციაში მიმავალი მთავრობის შეპყრობის გეგმა ჩაშალეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილმა დიდი ქართული ჯარის ფორმირება დაიწყო. ივნისის შუა რიცხვებში დივიზიაში 17 000 წითელარმიელი ირიცხებოდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს ი. ფურცელაძე ბათუმის ციხის კომენდანტი იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს მემედ აბაშიძე ბათუმის მეჯლისის თავმჯდომარე იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს მამია ორახელაშვილი გარეშე საქმეთა სახალხო კომისარი იყო.