რეგისტრირებული ფაქტები83167
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 18 ივნისის „დროების“ ცნობით, ივანე პაპუაშვილი ნაბახტევის საზოგადოების მამასახლისი იყო.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 29 ივნისის „დროების“ ცნობით, გრიგოლ დავიდოვი გორის ხელოსანთა ხელმძღვანელი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, ა. კაპანაძეს ხელოსნები უსაფუძვლო ჯარიმების დაწერაში ადანაშაულებდნენ.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, ა. კაპანაძე თბილისის ხელოსანთა უფროსი იყო.
1878
ტიპი: გარდაცვალება
1878 წლის 28 ივნისის „დროების“ ცნობით, შილდოვსკისამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 23 ივნისის „დროების“ ცნობით, კარაპეტ მხითაროვმა, საქო ლოტუევმა და ზაალ ყულიჯანოვმა ნაბახტევის საზოგადოებას მოტყუებუთ, პოლიციის სახელით ქათმები და ყველი გამოართვეს, რის გამოც დეკანოზოვმა ისინი დაიჭირა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 დეკემბერს ქართული დრამატული საზოგადოების დასმა რეჟისორ ვალერი გუნიას პიესა „ცქრიალა" წარმოადგინა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს თელავის მაზრის უფროსმა განსევიჩმა თანამდებობა დატოვა, მის ადგილას ახალქალაქის მაზრის უფროსი კარლ ზისერმანი დაინიშნა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 8 დეკემბერს ქალაქის საკრედიტო საზოგადოების მეორე ჯგუფის მსესხებელთა საზოგადო კრება ჩატარდა, რომელსაც 24 რწმუნებული უნდა აერჩია. კრების ი. ა. თაიროვი თავმჯდომარეობდა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის დეკემბერში თბილისის ფარმაცევტთა საზოგადო კრებამ ილია ალხაზიშვილის ნაცვლად გამგეობის თავმჯდომარედ აირჩია აფთიაქის პატრონი ბახჩიევი.