საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80922

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 11 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ აბრამიშვილის სტატიის „სიტყვა“ გრიშაშვილის პოეზიაში“ I ნაწილი.

1915

ტიპი: გარდაცვალება

პოლკოვნიკი კონსტანტინე ალმ. მიქელაძე I მსოფლიო ომში, 1915 წელს, ოსმალეთის საზღვარზე მოკლეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში ლადო ლონგინოზის ძე კავსაძე თბილისში იმყოფებოდა და სპექტაკლებში იღებდა მონაწილეობას.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს საოპერეტო დასის მსახიობ-მომღერალმა, ტენორმა, ლადო ლონგინოზის ძე კავსაძემ მოსკოვში დაიწყო მოღვაწეობა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გ. დათიაშვილის თხზულება „ორი სურათი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ მჭედლიშვილის ლექსი „სასაფლაოზე“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო კეცხოველის თხზულება „ძევსეს პასუხი“.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 29 ნოემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლოს საქმისმწარმოებელ სერგო ავალიანს ბრალად ედებოდა ჯარში გაწვეულ პირთაგან ქრთამის აღება და სამხედრო ბეგარისგან გათავისუფლება. სასამართლომ ავალიანი დამნაშავედ ცნო.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 6 დეკემბერს თბილისის ოლქის სასამართლოში ქართლ-კახეთ-იმერეთის სასინოდო კანტორის ყოფილი მოხელის გიორგი ალექსანდრეს ძე პრიგოროვსკისა და ზუგდიდის მაზრის მცხოვრებ სილოვან ჟორდანიას საქმე განიხილეს .

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქ გორის მამასახლისად არჩეული ა. ი. ანდრონიკაშვილი გუბერნატორმა დაამტკიცა.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 3 დეკემბერს დაკრძალეს გენერალ-ლეინტენანტი ბიძინა ჩოლოყაშვილი.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 2 დეკემბერს თბილისის საოლქო სასამართლომ განიხილა 19 წლის ვასილ ბებუროვის საქმე, რომელსაც ბრალად კუკიის წმ. ნიკოლოზის ეკლესიიდან ვერცხლის ბარძიმ-ფეხშუმისა და სხვა ნივთების მოპარვა ედებოდა. სასამართლომ მას სამ- ნახევარი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის ქალაქის საბჭომ სამხედრო საბეგრო საკრებულოს კანდიდატებად ბ. ს. ესაძე და ტ. ს. ფეფელოვი აირჩია.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1-ელ დეკემბერს ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი ივანოვსკი პეტერბურგში გაემგზავრა. დროებით მისი თანამდებობის მოვალეობის შესრულება ი. ს. შაიკევიჩს მიენდო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 21 დეკემბერს არტისტული საზოგადოების საკონცერტო დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართა საღამო, რომელშიც მონაწილეობდნენ: მელიტონ ბალანჩივაძე და ქართული ხორო (ქალების და კაცების) ზაქარია ფალიაშვილის ლოტბარობით.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქის სამხედრო საბეგრო საკრებულოში სარევიზიო კომისიის წევრებად ი. ა. ბარათაშვილი, ი. მ. დოლუხანოვი, რ. ა. იოანესიანი, პ.ი. კოჟინი და ლ. თ. ტიგრანოვი აირჩიეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქის სამხედრო საბეგრო საკრებულოს წევრებად აირჩიეს ალექსანდრე დავითის ძე სურენიანცი და გაბრიელ თამამშევი წევრებად აირჩიეს, კანდიდატებად კი – ტ. ს. ფეფელოვი და ბ. ს. ესაძე .

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის ქალაქის საბჭომ სამხედრო საბეგრო საკრებულოს წევრებად ალექსანდრე დავითის ძე სურენიანცი და გაბრიელ თამამშევი აირჩია.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს თბილისის სადგურის დეპოს უფროსი ე. შპიგანოვიჩი იყო.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1-ელ დეკემბერს ბათუმში ქალაქის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ი. მ. ხითაროვი, ა. ს. ჩილინგარიანი და რეჯებ შაშიკ-ოღლი აირჩიეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1-ელ დეკემბერს ბათუმში გამართულ ქალაქის საბჭოს ხმოსანთა არჩევნებზე ხმოსნებად აირჩიეს ლეონიდე სიმონის ძე ქიქოძე, ომარ აღა-აში-ოღლი და ტ. პ. ტრიანტაფილიდისი აირჩიეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1 დეკემბერს ბათუმში ჩატარდა ქალაქის საბჭოს ხმოსნთა არჩევნები, რომელზეც მ. ს. ბარკალაია, მ. ს. ბეთანოვი, თ. ვ. ჯაყელი და სამსონ სპირიდონის ძე ელიაშვილი აირჩიეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 1-ელ დეკემბერს ბათუმში ქალაქის საბჭოს ხმოსანთა არჩევნები ჩატარდა, რომელზეც ს. ლ. ქუთათელაძე, მ. მ. ნაკაშიძე და ივანე დავითის ძე კაკაბაძე აირჩიეს.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ბორჯომის სახელოსნო სკოლის გამგე კომიტეტმა პობედიმოვი დირექტორად აირჩია და სამოსწავლო ოლქის მზრუნველს დასამტკიცებლად წარუდგინა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 დეკემბერს ქუთაისის დრამატული დასის წარმომადგენლებმა ვასილ ანტონის ძე ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით საქალაქო საბჭოს მიმართეს თხოვნით, თეატრის შენობა თვეში ერთხელ კვირადღეს და კვირაში ერთხელ ხუთშაბათობით მათი წარმოდგენებისთვის დაეთმოთ.