რეგისტრირებული ფაქტები89993
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს სოფელ ლევაშში დაღესტნის თავდაცვის საბჭო და აზერბაიჯანის მიერ აჯანყებული ჯარების მთავარსარდლად გაგზავნილი ნური ფაშა შეიკრიბნენ. ამ მხარეში თურქი ოფიცრების ბატონობა ძლიერდებოდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 იანვარს ცხრუკვეთის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ ივანეს ძე წერეთელი გარდაიცვალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო წერილი ზურაბ მაჩაბელისგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო წერილი წითლანაძისგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო წერილი ჩოკაევისგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მიიღო წერილი ჯოტო შერვაშიძისგან საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვასთან დაკავშირებით.
1920
ტიპი: ავტორობა
ლეჩხუმის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე მითაიშვილმა სახალხო სკოლების მთავარგამგეს 1920 წლის 13 იანვარს მისწერა, რომ ლეჩხუმის ერობაში საჭიროა კურსების მოწყობა. კურსები უნდა დაარსებულიყო დაბა ლაილაშშიც; თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩასულიყო კაცი სანიმუშო გაკვეთილების ჩასატარებლად. მასწავლებლებისთვის საჭირო იქნებოდა ბინა და სურსათი.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერის თეატრში შესვენების დროს შამპანური მიირთვა პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ევგენი გეგეჭკორთან და სხვებთან ერთად.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერის თეატრის ლოჟაში ესტუმრნენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და სხვები.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ოპერაში იყო წასული, სადაც „აბესალომ და ეთერის“ წარმოდგენა სახელდახელოდ შეცვლილი დახვდა სხვა ნაკლებად საყურადღებო ქართული სპექტაკლით, რომელშიც ერთ-ერთი პრიმადონა განასახიერებდა საქართველოს – ტახტზე იჯდა, სცენიდან მაღლა იყო აწეული და გარს მთელი დასი ეხვია.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 13 იანვარს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ალექსანდრე ხატისიანთან მოსაკითხად იყო წასული.

