რეგისტრირებული ფაქტები82947
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 15 დეკემბერს სათავადაზნაურო ბანკის შენობაში გაიმართა ქართული დრამატული საზოგადოების წლიური კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე იოსების ძე ყიფიანი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 16 დეკემბერს თბილისის საბჭომ კენჭი უყარა ქალაქის მოურავობის კანდიდატებს ალექსანდრე არღუთინსკი- დოლგორუკოვსა და ქრისტეფორე ვერმიშევს. პირველმა მიიღო 57 თეთრი და 21 შავი, მეორემ – 32 თეთრი და 46 შავი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 იანვარს ნოქართა კლუბში იოსებ ჟივიძის რეჟისორობით „ხანუმა“ უნდა წარმოედგინათ.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის იანვარში ჟურნალ „თეატრი და ცხოვრების“ თანამშრომელი ვასილ კირვალიძე ავად იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 21 ნოემბერს სახალხო სახლში გიორგი ილიას ძე ჩუბინაშვილის თაოსნობით წარმოდგენა გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში ნიკოლოზ ლეკიშვილმა მარტყოფის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში იუზა ზარდალიშვილი მუდმივი წარმოდგენების გასამართად კავკავში მიიწვიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 19 ნოემბერს ჭიათურაში ვასილ ოქროპირის ძე არაბიძის რეჟისორობით გაიმართა აკაკი წერეთლის სალიტერატურო საღამო მგოსნის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის იანვარში თელავის საავადმყოფოში გარდაიცვალა მსახიობი მელქო აჯიმამუდოვი. იგი 8 იანვარს დაკრძალეს.