საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80919

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 14 დეკემბერს ქალთა უფასო სასწავლებლის მოწაფეთა სასარგებლოდ გაიმართა წარმოდგენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ტასო აბაშიძე, ვასილ აბაშიძე და ვლადიმერ მესხიშვილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლადო ქარცივაძე მასწავლებელი იყო.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 29 დეკემბერს იოსებ (სოსო) ნაცვლიშვილი ოსმალეთთან ბრძოლაში მოკლეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ბოჭორიშვილის თხზულება „აგონია“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 25 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ნიკოლოზის ძე სალარიძის წერილი „ამონაკვნესი“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის იანვარში ალექსანდრე კვასხვაძემ ჯუნჯუათის უფასო სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: გარდაცვალება

I მსოფლიო ომში დაღუპული ისაკ ზ. მჭედლიშვილი 1915 წლის 13 იანვარს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 11 იანვარს ნაძალადევის თეატრში წარმოდგენილ „ღალატში“ შალვა შარაშიძემ სულეიმან-ხანის როლი შეასრულა, ალექსანდრე ყალაბეგიშვილმა ითამაშა ოთარ ბეგი, ელენე ციმაკურიძემ – რუქაია, ნარაკიძემ – გაიანე, შავშიშვილმა – ყარა-უსუფი, ეფემია მესხმა – ზეინაბი, ელისაბედ ჩერქეზიშვილმა – ისახარი და ა. შ.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 3 დეკემბერში თბილისში გამართულ საბჭოს სხდომაზე ლომბარდის რევიზიის ჩასატარებლად ალექსანდრე ბებუთოვი და გეინი აირჩიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

ლადო ქარცივაძე I მსოფლიო ომის მონაწილე იყო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 3 თებერვალს ლადო ქარცივაძე აზრუმთან ბრძოლაში დაიჭრა და მეორე დღეს გარდაიცვალა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ერემის ძე ანთაძე, რომელიც I მსოფლიო ომში გარდაიცვალა წერდა მოთხრობებსა და მინიატურებს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 14 იანვარს ანჩისხატის ტაძარში აკაკი წერეთლის ჯანმრთელობისთვის დეკანოზმა მ. თალაკვაძემ წვრილ ვაჭართა თაოსნობით პარაკლისი გადაიხადა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 18 იანვრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვასილ კირვალიძის წერილი აკაკი წერეთლის ჯანმრთელობის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 იანვარს სახალხო სახლში ალექსანდრე წუწუნავას რეჟისორობით უნდა წარმოედგინათ ელო ანდრონიკაშვილის მიერ ფრანგულიდან ნათარგმნი პიესა „ტაიფუნი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 20 თებერვალს ავლაბრის თეატრში წარმოადგინეს „ღალატი“ ნ. დავარაშვილისა და ვალერიან გუნიას მონაწილეობით.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პოეტი ალექსანდრე აბაშელი სამკურნალოდ სოხუმის სანატორიუმში უნდა წასულიყო.

1916

ტიპი: მფლობელობა

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ნესტორ გლახუას ძე სიხარულიძე სასტუმრო „ნოეს“ მფლობელი იყო.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ქართველ კულტურის მოყვარეთა საზოგადოების კრებაზე ია კარგარეთელს უნდა წაეკითხა მოხსენება „ქართული ენის სიმდიდრე სამუსიკი ტერმინებით“.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 7 ივლისის „დროებაში“ თეოფილე კანდელაკის ფელეტონის „მგზავრის შენიშვნები“ დასასრული დაიბეჭდა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 თებერვალს სახალხო სახლში გამართულ ღონისძიებაზე გივი ჟორდანიამ წაიკითხა ლექცია „ჩვენი ადათ-ჩვეულებანი“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 28 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, პირველ მსოფლიო ომში დაღუპული ლადო ქარცივაძე ოზურგეთში ჩამოასვენეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 თებერვალს გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის თავმჯდომარეობით ქართველ მხატვართა კრება გაიმართა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 7 დეკემბერს ბაქოს სომეხთა კაცთმოყვარე საზოგადოების დარბაზში ქართული დასის სპექტაკლის შემდეგ ვარდენ ლორთქიფანიძისა და ა. ჭუმბურიძის კონცერტი გაიმართა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თავად-აზნაურთა თეატრში გაიმართა საოპერო წარმოდგენა დედათა სკოლის სასარგებლოდ. გენერალ-ლეიტენანტმა ალექსანდრე ფრეზემ შესწირა 5 მანეთი, ივანე სვეჩინმა – 10, ნიკოლოზ ხერხეულიძემ და ზაქარია ერისთავმა 75-75, კონსტანტინე მუხრან-ბატონმა –15 მან.