რეგისტრირებული ფაქტები80906
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 18 იანვარს ავლაბრის თეატრში იოსებ ივანიძის რეჟისორობით „პეპო“ წარმოადგინეს.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 6 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ი. მ. გიგინეიშვილი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დრამატული წრის ხელმძღვანელი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის იანვარში კონსტანტინე ფოცხვერაშვილმა თბილისში გასტროლებზე მოიწვია მოცეკვავე ელენე ჩერქეზიშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 იანვარს სახალხო სახლში ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ კონსტანტინე შათირიშვილის რეჟისორობით „სოფლის გმირები“ წარმოადგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 1-ელ თებერვალს ქაშვეთის ეკლესიაში აკაკი წერეთლის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გადაიხადეს.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წლის 28 თებერვალს ავლაბრის ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის კრებაზე გიორგი მამრაძე, თეოფილე კეკელიძე და თომა ნასიძე კულტურულ საზოგადოებათა კავშირის წევრებად აირჩიეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 28 თებერვალს თეოფილე მარკოზის ძე კეკელიძის თავმჯდომარეობით ავლაბრის ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველი წრის კრება გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 იანვარს ქუთაისის თეატრში ვლადიმერ მესხიშვილის საბენეფისოდ წარმოადგინეს ხუთმოქმედებიანი დრამა „ედმონდ კინი“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 იანვარს ხაშურის დრამატულმა წრემ ქართული თეატრის სააღმშენებლო ფონდის სასარგებლოდ წარმოადგინა ტრიფონ რამიშვილის „საბედისწერო დამბაჩა“.