რეგისტრირებული ფაქტები90472
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ ზეიმზე რომ ყოფილიყო, გაოცდებოდა რაოდენ დიდი ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა მისი პროზაული მეუღლე.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარების აღსანიშნად გამართულ ზეიმზე, მთელი დღე ბედნიერი ხალხის გარემოცვაში იყო. ქუჩაში გასვლისას ხალხმა მხრებზე შეისვა და ველური სიხარულით მიარბენინეს თავის მანქანასთან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მოკავშირეების მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის დე ფაქტო მთავრობების აღიარებას თბილისის გარნიზონი, კავალერები და არტილერია ზეიმობდა, მათ ჯერ ოლივერის, შემდეგ კი მთავრობის სახლთან ჩაიარეს, სადაც აივანზე ნოე ჟორდანიასთან ერთად იდგა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ მასზე ძვირფასი არავინ ჰყავდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მარგარეტ კოლეტს მისწერა, რომ უზომოდ უყვარდა და გამუდმებით მასზე ფიქრობდა. მისი პორტრეტის ცქერით იწყებოდა და სრულდებოდა დღეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს, ორშაბათს, ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ ბერძნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სტავრიდაკისის დაკრძალვის პროცესიას რაღაც მანძილზე გაჰყვა მშვენიერი საგალობლის, „კოსლავენის“ თანხლებით.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წლის 12 იანვარს ორშაბათს ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ სახლი, სადაც საბერძნეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სტავრიდაკისი ცხოვრობდა, ადრე გენერალ კარის ეკავა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა კომისარმა ოლივერ უორდროპმა საქართველოს მთავრობას აცნობა, რომ ინგლისის მთავრობისგან მიიღო ცნობა საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის ცნობით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდმა კერზონმა ინგლისის სახელით წინადადებით მიმართა მოკავშირეთა უმაღლეს საბჭოს საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. ლორდ კერზონის წინადადება უმაღლესმა საბჭომ ერთხმად მიიღო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს, 12 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო თათბირში მონაწილეობდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან ხოისკი და სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით ქართულ კლუბში დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, ოლივერ უორდროპის შესახვედრად მივიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძე, იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილეები, ექვთიმე თაყაიშვილი და ალექსანდრე ლომთათიძე, სახალხო გვარდიის სარდალი ვალერიან ჯუღელი, ქალაქის მოურავი ბენიამინ ჩხიკვიშვილი და საქართველოს მთავრობის სხვა წარმომადგენლები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 იანვარს, 23 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობასთან დაკავშირებით ქართული კლუბის დარბაზში მივიდნენ დიდი ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი და დიდი ბრიტანეთის სამხედრო რწმუნებული მაიორი დეილისი და შეხვდნენ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრებს, კლუბის მამასახლისსა და მთელ შემადგენლობას.

