საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89390

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით მახარაძე იყო მომჩივანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ბრიტანეთ-კავკასიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობა „ბრიკატოს“ გამგეობის თავმჯდომარე ა. ი. გრეჟებინი აცხადებდა, რომ ამხანაგობამ განაახლა თავისი მუშაობა დიდ ბრიტანეთში, ევროპის სხვა ქვეყნებსა და ამერიკაში. ამხანაგობის გამგეობა მდებარეობდა ბათუმში, დონდუკოვ-კორსაკოვის ქუჩა N 18; ფილიალები: თბილისში, პირაგოვის ქუჩა N 6, ბაქოში, კრასნოვოდსკაი N 7.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს და სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიულოცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ნინოწმინდელის (დავით მიხეილის ძე როსტომაშვილის) „კორესპონდენციები ივრის ხეობიდან“, რომელშიც ავტორი ეხება საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას და წერს კახეთის ზოგად მდგომარეობაზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა დეკანოზ ტარასი ივანიცკის წერილი „ათონის საკითხი“, II ნაწილი, რომელშიც ავტორი განიხილავს ათონის მთაზე ქართველი ბერების უფლებების დარღვევას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასკოლო განყოფილების უფროსმა ინსტრუქტორმა გაბრიელ გოგუაძემ გურიის მაზრის სკოლების შემოწმების შემდეგ გაარკვია, რომ მაზრაში სკოლების საკითხი სათანადო დონეზე არ იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სასკოლო განყოფილების უფროსმა ინსტრუქტორმა გაბრიელ გოგუაძემ დაათვალიერა გურიის მაზრის სკოლები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი თბილისიდან ერევანში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „რუისელის“ (ტატო ქობულაშვილი, ქუბიაშვილი) წერილი „საქართველოს აგრარული რეფორმა და მიწის მზომელები“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე პარმენ ჭიჭინაძე, რომელმაც აღნიშნა მეცხვარეობა-მესაქონლეობის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა და განაცხადა, რომ დარგი მთავრობისთვის ზრუნვის და ყურადღების საგანი გახდებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მოხსენებები ადგილიდან წაიკითხეს: შაქრო ბეგიაშვილმა, ვასო ალუღიშვილმა (ქიზიყი), გიგაურმა და ლ. ლიქოკელმა (ხევსურეთი), ალექსანდრე კუჩენბახმა, კ. სვიმონიშვილმა, გერმანელმა შალინმა (ბორჩალო), პავლე ბეწუკლაშვილმა (ფშავი), ბუჩხიოვმა (ნეიტრალური ზონა). მომხსენებლები აღნიშნავდნენ, რომ მეცხვარეობა-მესაქონლეობა უმწეო მდგომარეობაში იყო და მთავრობისგან ყურადღება არ ექცეოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სამეურნეო ბანკის შენობაში გაიმართა სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომა, რომელსაც ალექსანდრე მაჩაბლიშვილი თავმჯდომარეობდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს, დილის 7 საათზე სამინისტროთა ახალ შენობაში (ყოფილ კადეტთა კორპუსის შენობა) გაჩნდა ხანძარი, სადაც მალე მოვიდნენ გვარდიის მთავარი შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელი, მიწათმოქმედების მინისტრი ნოე ხომერიკი და სხვები.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეების წარმომადგენელთა ყრილობამ გაბრიელ ცისკარაშვილს დაავალა სოფელ ძველი დმანისის (ბორჩალო) საჭიროებათა შესწავლა და შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრა დამფუძნებელი კრების წინაშე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობა დაეთანხმა მომხსენებელ შალვა ქარუმიძეს და რეზოლუციის გამოტანა პრეზიდიუმს დაავალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობაზე მომხსენებელი შალვა ქარუმიძე ითხოვდა მწყემსებისათვის შეღავათების მიცემას სამხედრო ბეგარაში გაწვევის დროს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს დიმიტრი ივანეს ძე აფხაზმა წაიკითხა მოხსენება სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარე ფათალი ხან ხოისკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა იტალიის წარმომადგენელი პოლკოვნიკი გაბა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 23 იანვარს ადელაიდა ზაქარიას ასული ისარლიშვილისას ქართველ კათოლიკეთა ეკლესიიდან (კათოლიკების ქ. N4) გამოასვენებდნენ და სოლოლაკის კათოლიკეების სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვრის სხდომაზე სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენელთა ყრილობამ გაიზიარა დიმიტრი აფხაზის მოხსენებათა დებულებები და შესაბამისი რეზოლუციისთვის პრეზიდიუმს გადასცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს შალვა ქარუმიძემ წაიკითხა მოხსენება მწყემსობისა და სამხედრო ბეგარის შესახებ სრულიად საქართველოს მეცხვარე-მესაქონლეთა წარმომადგენლების ყრილობის სხდომაზე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 23 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ცქიტიშვილი იყო გემ „ჭოროხის“ კომანდირი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 23 იანვარს ზესტაფონში გაიმართა დამფუძნებელი კრება ზესტაფონის სახალხო უნივერსიტეტის დაარსების შესახებ, რომელზეც მოხსენება წაიკითხა კონსტანტინე ანთაძემ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 23 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი ჩიჩერინმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ფატალი ხან ხოისკის ნოტა გაუგზავნა. ჩიჩერინის განცხადებით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის 14 იანვრის რადიოტელეგრამა არ შეიცავდა პირდაპირ პასუხს იმ წინადადებაზე, რომელიც შეეხებოდა დენიკინის წინააღმდეგ საერთო მოქმედებისთვის რუსეთისა და აზერბაიჯანის სარდლობათა შორის კავშირის შეკვრას.