საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89993

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს ამერიკიდან თბილისში ჩამოვიდა ამერიკის გენერალური კონსული ჩარლზ მოზერი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან ხოისკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს, 18 საათზე, ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“ დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომა იყო დანიშნული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს ახალქალაქის ფერისცვალების ეკლესიის გამგემ, დეკანოზმა გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძემ ახალქალაქის პირველდაწყებითი უმაღლესი სასწავლებლის ინსპექტორს სთხოვა ეშუამდგომლა მისთვის, რათა ქართული საგნების მასწავლებლად და უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში დამრიგებლად დაენიშნათ. მას მასწავლებლობის ძალიან დიდი სურვილი და გამოცდილება ჰქონდა. ასევე მისწერა, რომ ამზადებდა ნამსახურეობის სიას.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 20 იანვრიდან გალაქტიონ ბესარიონის ძე აბესაძე 1920 წლის 31 იანვრის N82 ბრძანებით ახალქალაქის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დანიშნეს. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კირილე მიხეილის ძე არჯევანიძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ელ. ჭელიშვილმა სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვა, რომ პირველი იანვრიდან გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა დაეშვათ. ის ივანოვას ნაცვლად დროებით ატარებდა გაკვეთილებს. ჭელიშვილმა სამინისტროს დარია ალიხანოვას მოწმობის ასლიც N 221 გუგზავნა. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ელ. ჭელიშვილი და საქმისმწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 (21) იანვარს განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორმა ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძემ, მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ გიმნაზიასთან არსებული უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მათემატიკის მასწავლებლად 1920 წლის პირველი იანვრიდან დარია ალექსანდრეს ასული ალიხანოვა დაუშვეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს განათლების სამინისტროს საქმისმწარმოებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სწერდა, რომ მათი თხოვნა გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძისთვის წმინდა ნინოს სასწავლებლიდან საჭირო ნივთების გამოყოფის შესახებ დაკმაყოფილდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის თავმჯდომარეობით გაიხსნა საქართველოს რესპუბლიკის საერობო გამგეობათა საადგილმამულო განყოფილებების გამგეობის ყრილობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის ბრძანებით 1920 წლის 20 იანვრიდან დახურეს გაზეთი „გოლოს რაბოჩაგო“ მის N 2-ში მოთავსებული წერილის გამო „ქართული დამოუკიდებლობის აღიარების გამო“, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უარყოფითი აზრი იყო გამოთქმული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შეხვდა პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ოსტროვსკი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების მისალოცად შეხვდნენ კონსერვატორიის დირექტორი პროფესორი ნიკოლაი ჩერეპნინი და პროფესორი ზაქარია ფალიაშვილი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნესტორ ქარცივაძეს შეხვდა ბათუმიდან ჩამოსული სამაჰმადიანო საქართველოს მეჯლისის წევრი მ. გოგოლაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს შეხვდა მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენელი ჯაბაღიევი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს სახელმწიფო თეატრში გაიმართებოდა მომღერალი ქალის, ო. ს. კალანდაძე-აგასოვას ბენეფისი, იდგმებოდა ვიქტორ დოლიძის კომიკური ოპერა „ქეთო და კოტე“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მშობლები, ალექსანდრე გიორგის ძე და ოლიმპიადა ოტიას ასული ერისთავები იუწყებოდნენ, რომ მოსწავლე გოგუცა (მარიამ) ერისთავის წლისთავის წირვა გაიმართებოდა 20 იანვარს, 10 საათზე, ქუთაისში მთავარანგელოზის ეკლესიაში.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 იანვარს იაგორ (გიორგი) ალექსანდრეს ძე ვაჩნაძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 იანვარს სამტრედიაში დომნა სტურუას დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 იანვარს სოფელ ბახვში (გურია) ელისაბედ ლომთათიძისას დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 20 იანვარს თბილისში ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ სოლომონ ივანეს ძე კურდღელაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის გამო ნოე ჟორდანიამ სხვადასხვა დაწესებულებისა და პირისგან (პოლკოვნიკ სრესელისგან, მაიორ ოთხმეზურისგან, ახალციხე-ახალქალაქის სამღვდელოებისგან, პოლკოვნიკ გრიგოლიასგან) მილოცვის დეპეშები მიიღო.

1920

ტიპი: ნასამართლეობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, სამსახურებრივი დანაშაულის გამო დააპატიმრეს ახალციხის საპყრობილის უფროსი ჩიქოვანი. ის გადმოგზავნეს თბილისში მეტეხის ციხეში მოსათავსებლად.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კოტე აბდუშელიშვილი იყო აკაკი წერეთლის ნების აღმსრულებელი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 21 იანვარს გორის სამაზრო ერობის გამგეობამ დაბალი სკოლების მთავარგამგეს გაუგზავნა 6 ფურცელი მიწერ-მოწერა მასწავლებლის ან. ბეჟანოვის შესახებ. ხელს აწერენ განათლების განყოფილების გამგე, გამგეობის წევრი დ. მელიქაძე და საქმისმწარმოებელი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს თბილისში ჩატარდა მეცხვარე-მესაქონლეთა პირველი ყრილობა გიორგი ჟურულის თავმჯდომარეობით. ყრილობას დაესწრო ასორმოცდაათამდე მეცხვარე-მესაქონლე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ყრილობაზე აირჩიეს საბჭოს წევრები.