რეგისტრირებული ფაქტები83072
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 17 დეკემბერს თბილისის სასამართლო პალატაში განსახილველად დაინიშნა ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის ყოფილი მოსწავლის, დომენტი კვახაძის საქმე. მას ბრალად ედებოდა ფრანგულის მასწავლებლის მკვლელობა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს რუსეთის ტექნიკურმა საზოგადოებამ ბაქოში დაასრულა ტექნიკური ლაბორატორიის მშენებლობა. საზოგადოების თავმჯდომარემ 1-ელ დეკემბერს ლაბორატორიის კურთხევაზე დასასწრებად მიიწვია სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი პეტრე გრუზინსკი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 7 დეკემბერს მთავარმართებლის კანცელარიის დირექტორი ტრაფიმოვი სამსახურის საქმეებზე პეტერბურგში გაემგზავრა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ჯარისკაცი ვასილ ნახუცრიშვილი I მსოფლიო ომში, 1915 წელს, ოსმალებთან ბრძოლაში დაჭრეს.
1902
ტიპი: გარდაცვალება
1902 წლის ნოემბერში გარდაიცვალა დავით და ილია ზაქარიას ძე მელიქიშვილებისა და მართა ზაქარიას ასული ჭავჭავაძის დედა მარიამ ზაქარიას ასული მელიქიშვილისა. პანაშვიდები იყო კოჯრის ქუჩაზე, გასვენება – 1-ელ დეკემბერს, დილის 10 საათზე, ვანქის ეკლესიიიდან, დაკრძალვა – დიდუბის ეკლესიის გალავანში.
1915
ტიპი: გარდაცვალება
1915 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წლის თებერვალში კირიონ ეპისკოპოსს სასჯელი მოუხსნეს და პოლოცკის ეპისკოპოსად დანიშნეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს, აკაკი წერეთლის დაკრძალვის დღეს, კრასნოვოდსკში მყოფი ქართველები შეიკრიბნენ და აკაკის სულისთვის ილოცეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 8 თებერვალს ხაშმელ მგალობელთა გუნდმა დიდუბის პანთეონში დიმიტრი ბაქრაძის ხსოვნის პატივსაცემად პანაშვიდი გადაიხადა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 მარტს კომპოზიტორ კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილს საღამო უნდა გაემართა.
1915
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1915 წლის თებერვალში ილია გაბრიელის ძე ჩუბინაშვილს მარცხენა ფეხი მოჰკვეთეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 15 თებერვალს საბურთალოს სახალხო სახლში ელ. საფაროვისა და შაქრო საფაროვის მონაწილეობით წარმოადგინეს „ძუნწი“ და „დატრიალდა ჯარა“.