რეგისტრირებული ფაქტები91780
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის 27 მარტის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ანა (ანეტა) სოლომონის ასული ანდრონიკაშვილი 5 თვე მსახურობდა ჭოროხის ლაზარეთში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს მიწათმოქმედების მინისტრის რწმუნებულმა იაკობ მედვედევმა ბორჩალოს მაზრაში გაგზავნა სახელმწიფო მიწების გამმიჯვნელი დასი, რომლის ხელმძღვანელი იყო მიხეილ მაჩაბელი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 28 ნოემბერს ქართული დრამატული დასმა დადგა სპექტაკლი ეფემია მესხის მონაწილეობით.
1902
ტიპი: მფლობელობა
1902 წელს ტარიელ დიმიტრის ძე გაბუნიას და ამხანაგობას ქუთაისში, მიხეილის ქუჩაზე მდებარე გოკიელოვის შენობაში, სპირტიანი სასმელის საწყობი ჰქონდა გახსნილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 27 მარტს ნაძალადევის თეატრში უნდა წარმოედგინათ პოლიევქტოს ირეთელის (პოლიევქტოს კალანდაძის) 5-მოქმედებიანი დრამა „დამარცხებულნი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მარტს ავლაბრის ქართული წარმოდგენების მმართველმა წრემ დადგა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის კომედია „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს სახელმწიფო მიწების გამმიჯვნელმა დასმა მიხეილ მაჩაბლის ხელმძღვანელობით ბორჩალოს მაზრაში რამდენიმე კვირაში გამიჯნა 28 000 კვ. მეტრი მიწა.
1902
ტიპი: ავტორობა
1902 წლის 22 ნოემბერს სახალხო კითხვებისა და წარმოდგენების მმართველი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ხუდადოვმა გააკეთა განცხადება, რომ ლევან, სტეფანე, პეტრე და იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილებმა 100 000 მანეთი შესწირეს და საფუძველი ჩაუყარეს სახალხო განათლების საქმეს, მათი შემოწირულობით აშენდა სახალხო სახლი.

