რეგისტრირებული ფაქტები87003
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 აპრილს თბილისის ახალი კლუბის დარბაზში მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძის მომღერალ-მგალობელთა ჯგუფს კონცერტი უნდა გაემართა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 11 აპრილს გორში ვასილ ალექსის ძე აბაშიძისა და ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ კომედია „ეხლანდელი სიყვარული“ და ვოდევილი „დათვი“.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 17 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, აბელ ოქროპირის ძე იაშვილმა საგარეჯოში სამკითხველო გახსნა.
1916
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1916 წლის 10 აპრილის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ისტორიკოს თევდორე დავითის ძე ჟორდანიას მარცხენა თვალზე მხედველობა დააკლდა და თბილისში ჩამოვიდა სამკურნალოდ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 1-ელ მარტს ქუთაისის ქართველ მსახიობთა ამხანაგობამ წარმოადგინა დავით კლდიაშვილის პიესა „უბედურება“, კოტე ანდრონიკაშვილის „სიზმარი კოშკში“ და აკაკი წერეთლის კომედია „ბუტიაობა“.
1915
ტიპი: ღონისძიება
აკაკი წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდის გამმართველი კომიტეტის თხოვნით 1915 წლის მარტში კონსტანტინე ფოცხვერაშვილი ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 12 აპრილს ავლაბრის თეატრ „პალასში“ ქართული სახალხო წარმოდგენების მმართველ წრეს აკაკი წერეთლის 5-მოქმედებიანი დრამა „პატარა კახი“ უნდა წარმოედგინა.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 18 ივლისის „დროების“ ცნობით, არაკინმა კავკასიის სანიტარულ კომისიას შეატყობინა, რომ სოხუმის გასუფთავებისა და გამოჯანმრთელებისთვის 30 000 მანეთი იყო საჭირო.

