საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89383

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს საქართველოს მუზეუმის შენობის დასამთავრებელი საზოგადოების თავმჯდომარე იყო გიორგი ჟურული, წევრებად აირჩიეს ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი და სხვ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 იანვარს ხოჯევანქის სასაფლაოზე დაკრძალეს ცნობილი საზოგადო მოღვაწე გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ მოსე ჯანაშვილი წერდა, რომ მისმა მეგობარმა, მეცნიერმა რობერტ ბლეიკმა ქუთაისის სიძველეთა საცავიდან ჩამოუტანა მეათე საუკუნის ხელნაწერის, „მაკარის ცხოვრების“ პალეოგრაფიული ხელით გადმოხატული ორი წარწერა, რომლებიც რთულად იკითხებოდა, მაგრამ იყო მეტად საყურადღებო, რადგან ნუსხურიდან მხედრულზე გადასვლის პერიოდს წარმოადგენდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვარს, 18 საათზე სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პლენარული კრებაზე, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ბინაზე (ბარიათინის ქ. N5), ფიგუროვსკი წაიკითხავდა მოხსენებას „თბილისის ფიზიკური ობსერვატორიის მნიშვნელობა სასოფლო-სამეურნეო პირობების შესწავლის საქმეში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვარს, 18 საათზე სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პლენარული კრებაზე, სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების ბინაზე (ბარიათინის ქ. N5) მ. მანდელშტამი წაიკითხავდა მოხსენებას „აგრარული რეფორმა 1917 წლის აღწერით“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე განათლების სამინისტროს სთხოვდა შუამდგომლობას წმინდა ნინოს სასწავლებლთან, რათა მათ ოლღა გურამიშვილისთვის (რომელიც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა) პანსიონის გარდერობიდან საყოფაცხოვრებო ნივთები გამოეყოთ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვარს დავით კარიჭაშვილი და ვარლამ ბურჯანაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს გაჭირვებაში მყოფი ოლღა ჭავჭავაძის მოვლა-პატრონობაზე მზრუნველობის აღებას სთხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვარს საღამოს 9 საათზე ოლივერ უორდროპი წავიდა ერევანში მის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვარს ოლივერ უორდროპი ერევანაში ჩავიდა ორ საათზე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში ვანო კალანდაძე 29 იანვარს სოფ. ნატანებში, საბაჟოზე. მომხდარი ინციდენტის გამო იქაურ მოხელეთა თავგასულობის აღკვეთას მოითხოვდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 6 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ვანო კალანდაძე წერდა, რომ 29 იანვარს ბათუმიდან მატარებლით მგზავრობის დროს სოფ. ნატანებში საბაჟოზე მგზავრებსა და მებაჟეებს შორის ინციდენტი მოხდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ ს. გიულბექიანის ფირმა იუწყებოდა, რომ ჩინეთიდან მიიღეს ჩინური ჩაის ახალი პარტია, იყიდებოდა ნარდად და ბითუმად, მისამართი: მანთაშევის სასტუმრო, სომხის ბაზარზე.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ს. გიულბექიანი საკუთარ სავაჭრო ფირმას ფლობდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „შესანიშნავი ხელნაწერი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნებულ წერილში მოსე ჯანაშვილი ქუთაისში დაცული მე-10 საუკუნის ხელნაწერის „მაკარის ცხოვრების“ პალეოგრაფიულ წარწერებთან დაკავშირებით სიძველთა საცავის გამგე ტრიფონ ჯაფარიძეს სთხოვს, ორივე წარწერა გადაიღონ „ნათელ-წერით“ და გამოგზავნონ თბილისში, საეკლესიო მუზეუმის მისამართზე, სადაც წარწერების სრულ წაკითხვას შეძლებენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 იანვარს ნინო (მინიკო) კაჭარავას თბილისიდან ახალსენაკში გადაასვენებდნენ და სენაკის დედათა მონასტრის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თბილისში ნინო (მინიკო) კაჭარავა უდროოდ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვარს მიწათმოქმედების სამინისტროს სტატისტიკის კომიტეტის გამგე მ. მანდელშტამმა წაიკითხა მოხსენება სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პლენუმის მეორე სხდომაზე და შეეხო საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვარს პროფესორმა სიმონ ავალიანმა წაიკითხა მოხსენება სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პლენუმის მეორე სხდომაზე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვარს პროფესორ სიმონ ავალიანის თავმჯდომარეობით გაიმართა სრულიად საქართველოს აგრონომიული დახმარების მოღვაწეთა პირველი ყრილობის პლენუმის მეორე სხდომა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაზეთ „ერთობის“ წერილის ავტორი მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკს გამოექომაგა გაზეთ „საქართველოში“ დაბეჭდილი წერილის გამო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ აღმოსავლეთ კავკასიის ნავთ-მრეწველთა და ვაჭრების აქციონერთა საზოგადოების წარმომადგენელი ა. ლ. ბახტაძე გამგეობის სახელით ნავთის მყიდველთა საყურადღებოდ იუწყებოდა, საქართველო-სომხეთისთვის ნავთი, მაზუთი, ბენზინი და სხვადასხვა ზეთი იყიდებოდა საზოგადოების თბილისის კანტორაში, რუსთაველის პროსპექტი N30, ბინა 3, ასევე საწყობში, ბათუმის შესახვევი N3 .

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე ავეტიქ სააკიანმა თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ქვეყანა ზეიმობდა დამოუკიდებლობას და ამასთნავე, ელოდებოდა დამოუკიდებლობის აღიარებას ერზრუმში, მუშში, ბითლისში და სხვა თურქეთის სომხურ ქალაქებში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სომხეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით ერევანში მოწყობილ ზეიმზე ქალაქის კომენდანტი, კაპიტანი ხატუნი სამხედრო მუსიკით მივიდა პარლამენტთან და მიულოცა თავმჯდომარე ავეტიქ სააკიანს.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრმა ჯალილ სულთანოვმა ბაქოში აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს დეპეშა გაუგზავნა იმის თაობაზე, რომ სომხები თავს იყრიდნენ ჯებრალის მაზრის გარშემო, მდინარე აკარესთან, ყარაშჩი დაცვას საჭიროებდა.