რეგისტრირებული ფაქტები85221
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 31 დეკემბერს ოლღა ხოფერიამ და გიორგი გამზარდიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობეს, რომ სენაკის განყოფილებაში სულ 191 წევრი იყო. მათ შორის ნამდვილი წევრი იყო 89, მუდმივი კი — 102. საწევრო ყველას გადახდილი ჰქონდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლიდან 1922 წლის ივლისამდე გ. ძნელაძე საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს სრულიად რუსეთის აღმასკომის თავმჯდომარედ დაინიშნა მიხეილ კალინინი, სახელმწიფო კომისიის საბჭოს თავმჯდომარედ – ვლადიმერ ლენინი, ცკ-ის მდივნად – აბელ ენუქიძე. ა. კ. პრეზიდიუმის წევრებად: იოსებ სტალინი, ლევ კამენევი, გრიგორი პეტროვსკი, პეტრე სმედოვიჩი, პეტრე ზალუცკი.
1921
ტიპი: თანამდებობა
კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 6 თვით მუშაობდა ადმინისტრაციული წესრიგის დამმყარებლად სოხუმში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ივანე ცომაია მონაწილეობდა რუსეთის ჯართან შეტაკებებში სადახლოსა და ნავთლუღში, შემდეგ ბატალიონმა უკან დაიხია ლანჩხუთამდე, სადაც 25 მარტს მთელი იარაღი და შემადგენლობა ცომაიამ საბჭთა ხელისუფლებას გადასცა. ამის შემდეგ ის ოზურგეთში ცხოვრობდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის საგანგებო დანიშნულების ნაწილი შეიქმნა, რომლის უფროსადაც მიხეილ (ვალოდია) ხუტულაშვილი დაინიშნა. მას სამხედრო საქმეთა კომისრისა და არმიის უფროსის მოადგილის უფლებები მიენიჭა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს სერგო ქავთარაძე რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო ალექსანდრე სალარიძე — მდივნად.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს, წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, მიხეილ ანჩაბაძე ქაქუცა ჩოლოყაშვილს შეუერთდა და მასთან ერთად იმალებოდა სხვადასხვა ადგილას. მისი ჩვენების მიხედვით, პირველივე დღიდან დაიწყეს ხალხის ხოცვა, ხელში ჩაიგდეს ჩეკისტი იაკოვლევი და დახვრიტეს, შემდეგ დღეებშიც თავს ესხმოდნენ და ხვრეტდნენ ჩეკისტებს.
1921
ტიპი: თანამდებობა
კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ უფროს მილიციონერად მუშაობდა ბათუმში.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921-22 წლებში გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე ტექნიკუმის მასწავლებელი იყო დიდ ჯიხაიში.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
გიორგი მიხეილის ძე ჭკადუა 1921 წლამდე იყო ნაციონალ-დემოკრატი, შემდეგ – უპარტიო.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921-1922 წლებში გიორგი მიხეილის ძე ჭკადუა თბილისში გაგზავნეს, სადაც მილიციის მე-7 კომისარიატში დაიწყო მუშაობა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს დავით ჭავჭავაძე მთავრობამ სამეგრელოში გაგზავნა ცხენოსანი ნაწილების ჩამოსაყალიბებლად. ჭავჭავაძემ თან წაიყვანა ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ივანე ანდრონიკაშვილის ინიციატივით დაარსდა ჟურნალი „სოფლის მეურნე“, რომელსაც თვითონ რედაქტორობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა პატარა ჯგუფი, რომლის წევრებიც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას გეგმავდნენ. აჯანყების დასაწყებად ქაქუცა ჩოლოყაშვილის ასეული თელავში გაგზავნეს. გავლენიანი პირები სოფლებშიც ქმნიდნენ რაზმებს. ჩოლოყაშილი მათ პერიოდულად ხვდებოდა და რჩევებს აძლევდა. სიკო ჩოლოყაშვილსა და ალექსანდრე სულხანიშვილს კი მათთვის სურსათის მიტანა ევალებოდათ.
1921
ტიპი: ორგანიზაცია
1921 წელს თბილისში კოტე ნიკოლოზის ძე აფხაზმა ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტი (საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი) ჩამოაყალიბა. კომიტეტი დაკავშირებული იყო საქართველოს იმ რაიონებთან, სადაც ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმებს მუშაობა არ შეეძლოთ.