რეგისტრირებული ფაქტები89376
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს სახაზინო რკინიგზის სამმართველოს თათბირზე უნდა განეხილათ ინჟინერ კუჩინსკის საუღელტეხილო რკინიგზის პროექტი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ სოციალ-დემოკრატმა კირილე ნინიძემ ეროვნულ-დემოკრატ გრიგოლ ვეშაპელის მიერ უცხოელებზე მიწების მიყიდვის წესში შეტანილი შესწორების სამართლიანობის შესახებ ისაუბრა, ამასთანავე დასძინა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო საერთაშორისო ოჯახის წევრი გახდა, უცხოელების კანონგარეშე დაყენება უსამართლო იქნებოდა. ეს საკონსტიტუციო კითხვა იყო და დეკრეტში ვერ შეიტანდნენ.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის შესახებ დეკრეტს, სოციალ-დემოკრატმა გრიგოლ გიორგაძემ უპასუხა სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტს და სოციალ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას, რომ მთავრობის პოლიტიკა მიწის საკითხზე სწორი იყო და თუ ამას არ იზიარებდნენ მემარცხენე ოპოზიციონერები (ს.-ფ. და ს.-რ.), მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გზა იყო ბოლშევიზმისა და ანარქიისკენ, რასაც მთავრობა არ გაიზიარებდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა დეკრეტი მიწის შესახებ, სოციალ-რევოლუციონერმა ლეო შენგელაიამ განაცხადა, რომ თუ რუსეთში ბოლშევიკებმა ვერ გაატარეს სოციალისტური კანონი მიწის შესახებ, ეს არ უნდა გამხდარიყო შიშის საფუძველი ქვეყანაში ამ საკითხის სოციალისტურად გადაჭრის საქმეში.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს, 19 საათზე, სახაზინო რკინიგზის სამმართველოში ინჟინერ გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილის თავმჯდომარეობით საუღელტეხილო რკინიგზის გაყვანის შესახებ თათბირი გაიმართა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მიწის დეკრეტის შესახებ, სოციალ-დემოკრატმა კირილე ნინიძემ აღნიშნა, რომ მას საკმარისად არ მიაჩნია სოციალ-ფედერალისტ თევდორე ღლონტის უსაფუძვლო სტატისტიკური ციფრები და სოციალ-რევოლუციონერ ლეო შენგელაიას პროპაგანდისტული სოციალისტური მაგალითები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 თებერვალს პლეხანოვის პროსპექტზე ულუმბეკოვის ბინიდან მოიპარეს 500 000 მან. საქონელი.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე გრიგოლ ვეშაპელმა მიწის დეკრეტის განხილვის დროს აღნიშნა, რომ ამ კანონით ისარგებლებდნენ საქართველოში დამკვიდრებული უცხოელები, რომელთაც სურდათ მოქალაქეობის მიღება, ისინი ეცდებოდნენ მიწების დასაკუთრებას და დიდი ნაწილი მათ ხელში გადავიდოდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 3 თებერვალს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელზეც განიხილავდნენ მიწის დეკრეტს, სოციალ-ფედერალისტმა თევდორე ღლონტმა აღნიშნა, რომ რევოლუციის ერთ-ერთი მიზანი იყო კერძო საკუთრების მოსპობით გლეხებისთვის ეკონომიკური უფლებების მოპოვება, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ახლა ამას დაემატა მიწების თავისუფლად გაყიდვაც, რაც რევოლუციის დასამარება იყო.

