საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88876

1920

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორი გრიგორი ჩალხუშიანი სომხეთის მთავრობასთან იყო დაახლოებული.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორ გრიგორი ჩალხუშიანს,  განზრახული ჰქონდა რუსეთში დაბრუნება და იმ ძალასთან მუშაობა, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავდა რუსი ხალხის ნებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვ. ა. ბერიძისა დაბრუნდა საზღვარგარეთიდან.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მსახიობთა პროფესიული კავშირის საბჭო იუწყებოდა, რომ მსახიობ ვალერიან შალიკაშვილის წლისთავის აღსანიშნავად წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა 8 თებერვალს, 12 საათზე, ქაშვეთის ტაძარში.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სერგო ივანეს ძე ამაღლობლის (ფსევდონიმით „ეკონომისტი“) წერილი „ნავთობის მრეწველობა საქართველოში“ (დასასრული).

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ექიმი აპოლონ მესხი იუწყებოდა, რომ მამის, ისაკ მესხისმ ორმოცი დღის პანაშვიდი 8 თებერვალს ქუთაისის მთავარანგელოზის ეკლესიაში გაიმართებოდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ისაკ ალმასხანის ძე მესხი იყო ექიმ აპოლონ მესხის მამა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი დავითის ძე მიქელაძე იყო კაპიტანი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბიქტორ კონსტანტინეს ძე სვიმონიშვილი ელენე სვიმონიშვილ-ბარათაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო ივანეს ასული სვიმონიშვილისა ელენე კონსტანტინეს ასული ბარათაშვილისას დედა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, რომ 8 თებერვალს მღვდელ ალექსი პეტრეს ძე ეპიტაშვილის წლის წირვა და პანაშვიდი ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართებოდა.

1920

ტიპი: განათლება

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთი „საქართველო“ წერს, რომ ახლად დანიშნულ სამხედრო მინისტრ გრიგოლ ლორთქიფანიძეს არ ჰქონდა სამხედრო განათლება და გამოცდილება.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 8 თებერვალს, 12 საათზე, მსახიობ ვალერიან შალიკაშვილის წლისთავის აღსანიშნავად წირვა და პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლეონტი არველაძე იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი თადუმაძე იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გაბრიელ გეგეშიძე იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გრიგოლ გეგეჭკორი იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ზაქარია ჩიტაძე იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ისაკ ზაზიკაშვილი იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი მარგველაშვილი იყო ჯარისკაცი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე იოსების ძე სვიმონიშვილი ელენე სვიმონიშვილ-ბარათაშვილისას მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანასტასია ალექსანდრეს ასული ბარათაშვილისა ნაფიცი ვექილის, იასე ბარათაშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი ნაფიცი ვექილის, იასე ბარათაშვილის ძმა იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 თებერვალს ქართულ კლუბში გაიმართებოდა საოჯახო საღამო, სადაც წარმოადგენდნენ ნიკოლოზ შიუკაშვილის სამმოქმედებიან პიესას „სულელი“, მთავარ როლებში ვერიკო ანჯაფარიძე და მიხეილ ჭიაურელი, მონაწილეობდნენ: ანეტა ქიქოძე, ელენე ციმაკურიძე, ვასო აბაშიძე, აკაკი ვასაძე, მიხეილ სარაული, დ. ძნელაძე, შალვა ღამბაშიძე, უშანგი ჩხეიძე, მიხეილ ქორელი. პიესა ძველი რეჟიმის დროს აკრძალული იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ ოჯახი იუწყებოდა, ახალციხის ომში მოკლული ალექსანდრე სვიმონის ძე მაჩაბლის წლის წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა 8 თებერვალს ქაშვეთის ტაძარში.