საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები84009

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 22 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ ვასილ კირვალიძემ გამოაქვეყნა წერილი იროდიონ ევდოშვილის გარდაცვალების გამო.

1915

ტიპი: ნასამართლეობა

1915 წლის მარტში „ხმა კახეთის“ რედაქტორ-გამომცემელ კონსტანტინე ტყავაძეს 129-ე მუხლით ჰქონდა ბრალდება წაყენებული. მას ადვოკატი ოსიკო ბარათაშვილი იცავდა.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 20 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლოში დაინიშნა სომხური გაზეთის, „ნორდარის" რედაქტორის, სპანდარ სპანდარიანის საქმის განხილვა. ნავთის მწარმოებელი საზოგადოების წარმომადგენელი ბოგდან არზრუმოვი მას ბეჭდვითი სიტყვის საშუალებით ცილისწამებას აბრალებდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 24 მარტს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა ვასო აბაშიძის ერთმოქმედებიანი კომედია „გაბატონებული მსახური“ და გაბრიელ სუნდუკიანცის ერთმოქმედებიანი კომედია „საღამოს ერთი ცხვირი ხეირია“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 17 აპრილს სოფ. დვაბზუში ვერა ვადაჭკორიას მონაწილეობით „მეორე კაენი“ და „ბაიყუში“ წარმოადგინეს. მსახიობებმა მაყურებლის მოწონება ვერ დაიმსახურეს.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლიდან პეტრე ბახტურიძეს დაწერილი და გამოქვეყნებული აქვს წერილები ა. პუშკინის, ბესიკის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, დ. კლდიაშვილის, ვ. მაიაკოვსკის, გ. ტაბიძის, ნ. ოსტროვსკის, ნიზამის, ბ. ბელინსკისა და სხვათა შემოქმედების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ არჩილ დარეჯანაშვილის სამეცნიერო წერილი „შავი თუთა ხართუთა“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 დეკემბერს თბილიში სტუმრად მყოფი სომხეთის კათალიკოსი მკრტიჩ I ეგზარქოს ფლაბიანეს ეწვია.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სამხედრო გუბერნატორი ფიოდორ გერშელმანი თბილისიდან ქუთაისში გაემგზავრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 დეკემბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისში სტუმრად მყოფ სომხეთის კათალიკოს მკრტიჩ I-ს შეხვდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თევდორე ჟორდანიას წინასიტყვაობით ანტონ ჭყონდიდელის ქადაგებების კრებული გამოიცა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი კრებული „უცხო მწერალთა ამბავნი და მოთხრობანი“ წიგნის მაღაზიებში სამ შაურად იყიდებოდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კბილის ექიმი ალექსანდრე სოლოღაშვილი პაციენტებს ყოველდღე, დილის 9-დან 2 საათამდე და საღამოს 5-დან 7 საათამდე, მიიღებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული ავქსენტი ცაგარლის კომედია „ხანუმა“ უნდა წარმოედგინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 15 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალავერდის ეპისკოპოს კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის მიერ შედგენილი სალიტერატურო ნიმუშების კრებული „სიტყვების თეორია“ წიგნის მაღაზიებში ერთ მანეთად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული ფრიდრიხ შილერის დრამა „ყაჩაღები“ უნდა წარმოედგინა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძის მიერ დადგმული კომედია „აირია მონასტერი“ უნდა წარმოედგინა, რომელშიც ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი და ნატო გაბუნია-ცაგარელი მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ცხვირისა და ყელ-ყურის ექიმი კონსტანტინე გრძელიშვილი პაციენტებს მიხეილის ქუჩაზე მდებარე კაბინეტში დილის 9-დან 11 საათამდე და საღამოს 5-დან 7 საათამდე მიიღებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კოტე მესხის მიერ შედგენილი კრებული „იმერული სცენები“ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 5 კაპიკად იყიდებოდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძე ქართული სამკურნალო მწერლობის ბიბლიოგრაფიულ წერილზე მუშაობდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 11 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი ილია ფერაძის ისტორიული ნარკვევისა „წმ. დიდი მოწამე ქეთევან, კახეთის დედოფალი“.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ექიმბაშის არასწორი მკურნალობის შედეგად ზუგდიდში ვლ. კეიდია გარდაიცვალა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 11 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ახალგაზრდა პუბლიცისტები, გიორგი ლასხიშვილი, ალექსანდრე ფრონელი, ივანე ზურაბიშვილი და კოტე ბაქრაძე ჟურნალ „მნათობის“ თანამშრომლები გახდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში ვასო აბაშიძის ბენეფისი დაიგეგმა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 13 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებას ვასო აბაშიძისა და კოტე მესხის მიერ დადგმული გოგოლის „რევიზორი” უნდა წარმოედგინა, რომელშიც ელისაბედ ჩერქეზიშვილი, გიორგი კანდელაკი, გედევან გედევანოვი, კონსტანტინე შათირიშვილი, ანა მესხი და დათიკო ხოსროევი მიიღებდნენ მონაწილეობას.