საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86071

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 20 ივლისს სოფელ წინანდალში, დავით ალექსანდრეს ძე ჭავჭავაძის სახლში, გაიმართა კახეთის თავადაზნაურობის კრება, რომელზეც ქალთა სკოლების დაარსების შესახებ ითათბირეს.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 3 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის წერილი „მნათობის სიკვდილი“ გამოქვეყნდა, რომლის თანახმად „მნათობის“ რედაქციამ ჟურნალის გამოცემა შეწყვიტა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 6 ივლისს ნ. სკანდელის ფსევდონიმით გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „იმერეთის ამბები, ქუთაისი, 1 ივლისს“ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის განვითარების ახალი პროექტის შესახებ.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 29 ივნისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ქეთევან ზარაფიშვილის კორესპონდენცია „გორი, 25 თიბათვეს“ გორის სასეირნო ბაღში გახსნილი საცეკვაო კლუბის შესახებ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 25 ივნისს ქუთაისის თავადაზნაურობის კრებამ ბესარიონ ღოღობერიძის მიერ წარდგენილი ბანკის განვითარების ახალი პროექტი დაამტკიცა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 25 მაისს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სერგეი მესხის წერილი „რას შეგვმატებს აქციზი“ თამბაქოსა და ალკოჰოლის მწარმოებლებისთვის დაწესებული ახალი საგადასახადო წესების შესახებ.

1906

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1906 წლის ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლის შემოსავალი იყო: სწავლის გადასახადი 285 მანეთი, ბანკისაგან – 5860, სხვა – 51 მანეთი და 90 კაპიკი, სულ – 6196 მანეთი და 90 კაპიკი. ანგარიშს ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 30 ივნისს სამრევლო სკოლების ზედამხედველმა ნ. გ. ტატიშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია ღვთისმსახურების სწავლების შესახებ.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად მანუჩარ კეიდიამ, ნიკო ბასილაიამ, ბეჟან თოფურიძემ, როსტომ უბილავამ და დავით ჭედიამ ზუგდიდიდან სამ-სამი მანეთი შესწირეს.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936 წელს გიორგი ნათიძე იყო საქართველოს მუზეუმის არქივარიუსი.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ელისაბედ კანდელაკისამ, ივანე ღაჭავამ და ივანე დარჯანიამ ზუგდიდიდან ორ-ორი მანეთი შესწირეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ილარიონ ქავთარაძემ, ისლამ ჯიჯიხიამ, იაგორ ბასილიამ, ბურდუღია მატახურიამ, სოლომონ თემუროვმა, ბახვა ზაქარაიამ, როსტომ წულეისკირმა და გიგო ლიფონავამ ზუგდიდიდან თითო მანეთი შესწირეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ერასტო ალშიბაიამ, ტარასი ახვლედიანმა, ტაგუ ჯიჯიხიამ, მანუჩარ ახვლედიანმა, დავით ფაღავამ, ალექსანდრე ჩიკოიძემ, კოსტა ჩიქოვანმა, ნიკო გაბუნიამ, თეიმურაზ გვათუამ, სპირიდონ აბესაძემ და პეტრე დგებუაძემ ზუგდიდიდან თითო მანეთი შესწირეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ჯამლეთ კარტოზიამ, დიმიტრი ჯოჯუამ, პავლე დავითაიამ, ჯათუ ხუბუამ, პეტრე ჩილაჩავამ, კაცია რონიშვილმა, სვიმონ დვალიშვილმა და ივანე ქირიამ ზუგდიდიდან დასახმარებლად ათ-ათი შაური შესწირეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხების დასახმარებლად კოწია ცხაკაიამ, ბახვა ხახუბიამ, ფარნ. ავალიშვილმა, ბიტუ მახარაძემ და სტეფანე ჟორდანიამ ზუგდიდიდან ორ-ორი აბაზი შესწირეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 15 ივნისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხობის დასახმარებლად ზუგდიდიდან პეტრე ლატარიამ — 35 კაპიკი, საბა ესაკიამ — 30 კაპიკი, უჩანა ჯანაშიამ — 25 კაპიკი, იაკობ ბასილაიამ — 25 კაპიკი, ბეჩუნა ვართაგავამ — 20 კაპიკი და სოსიკო ფარულავამ — 15 კაპიკი შესწირეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 10 აგვისტოს „დროების“ ცნობით, ჩიმიკიანის სომხური თეატრის დასი წარმოდგენების გასამართად გორში გაემგზავრა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 13 ივლისის „დროების“ ცნობით, თბილისში თეატრის მსახიობისა და კომიკოსის, პ. ვეინბერგის წარმოდგენები იმართებოდა.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 22 ივნისის „დროების“ ცნობით, პეტრე უმიკაშვილმა გრიგოლ ორბელიანის ლექსების კრებული გამოსცა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 თებერვლის „დროების“ ცნობით, ივანე კალატოზოვი რვა მანეთად ყიდდა სამოც მოთამაშეზე გათვლილ ლოტოს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 თებერვლის „დროებაში“ იასე სულხანოვის მიერ გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, ვენის მსოფლიო გამოფენაზე წარსადგენად, სახალხო შემოქმედების სხვა ნიმუშებთან ერთად, ახალციხელი მანანა რატიევის მიერ შეკერილი და მოქარგული პირსახოციც შეურჩევიათ.

1873

ტიპი: თანამდებობა

1873 წლის 7 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის გუბერნიის საბჭომ რევაზ ივანეს ძე ანდრონიკაშვილი განმეორებით აირჩია თავადაზნაურობის მარშლის თანამდებობაზე.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 25 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის სასამართლო პალატის თავმჯდომარე ალექსანდრე ოგოლინი იმერეთის სასამართლოებში არსებული მდგომარეობის შესასწავლად ქუთაისში გაემგზავრა.

1823

ტიპი: ღონისძიება

1823 წლის ოქტომბერში გენერალ-მაიორმა ალექსი ერმოლოვმა აჯანყების ჩასახშობად დაღესტანზე გაილაშქრა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 11 მაისის „დროების“ ცნობით, მეფისნაცვლის მთავარმა სამმართველომ გადამდგარ პორუჩიკ ნიკოლაი გუბარევს ამიერ და იმიერკავკასიაში ოქროს საბადოების სამძებრო სამუშაოების დაწყება დაავალა.