საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85054

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვარს მეჰმედ ედიბმა ხოფიდან ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ ბათუმის ავტონომიის საკითხებზე საქართველოს მთავრობასთან მოსალაპარაკებლად ბათუმშიანკარის მთავრობის მიერ დანიშნული წარმომადგენელი უნდა ჩასულიყო, რადგან მას არ ჰქონდა მოლაპარაკებების წარმოების უფლება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 19 იანვარს მეჰმედ ედიბმა ხოფიდან ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ სამსუნში შეხვდა მოსკოვში თურქეთის მთავრობის პირველი დელეგაციის ხელმძღვანელს, ბექირ სამი ბეის.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვარს მეჰმედ ედიბმა ანკარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ ბათუმში გაიმართა 40-კაციანი ასამბლეის არჩევნები, რომელზეც საქართველოს შემადგენლობაში ავტონომიის მომხრე 31 დეპუტატი აირჩიეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 19 იანვარს მეჰმედ ედიბმა ანკარაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მისწერა, რომ ბათუმის ოლქის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არ სურდა საქართველოს მთავრობა, ბოლშევიკებს უჭერდა მხარს და ბოლშევიკების შეჩერება შესაძლებელი იყო მხოლოდ თურქების მიერ ბათუმის დაკავებით.

1921

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი ჯალილ სულთანოვი აზერბაიჯანის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს სთხოვდა გადამწყვეტი ღონისძიებების გატარებას ჯებრალის მაზრის გარშემო სომეხთა ძალების თავმოყრის თაობაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო გვარდიის საგანგებო ბატალიონთან არსებული კ. კაუცკის სახელობის თეატრ „საპიორნში“ (სახელმწიფო საოპერო თეატრის უკან) გაიმართებოდა გიორგი ქუჩიშვილის სალიტერატურო საღამო, აფიშები არ იქნებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 იანვარს სახელმწიფო დრამის თეატრში პიესა „მარიამ მაგდალელს“ ლადო მესხიშვილის მიზანსცენებით მეორედ წარმოადგენდნენ, რადგან პირველი წარმოდგენის ყველა ბილეთი გაიყიდა და საზოგადოების ნაწილი უბილეთოდ დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აღალო ათანასეს ძე თუთაშვილის თხოვნა, დიდუბის ბიბლიოთეკას დახმარებოდნენ წიგნებით. გამგეობამ 20 მანეთის წიგნების გაგზავნა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ოლთის მაჰმადიანებისთვის გასაგზავნი წიგნების არჩევა ლუარსაბ ბოცვაძისთვის დაევალებინათ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს აბელ აბელაშვილის თხოვნა, გაეგზავნათ წიგნები ოლთისის მაჰმადიანებისთვის გადასაცემად. გამგეობა აპირებდა აბელაშვილის თხოვნის შესრულებას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 21 იანვარს ფოთის ნავსადგურის უფროსმა, ინჟინერმა გიორგი ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილმა დეპეშით აცნობა გზათა დეპარტამენტის დირექტორს, რომ გატაცებულ გემ „ჭოროხის“ ჩასაბარებლად გზავნიდა მის კომანდირ ცქიტიშვილს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე გამსახურდიას პუბლიცისტური წერილი „თანამედროვე გერმანიის პოლიტიკისა და კულტურის პრობლემები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ რუბრიკით „ჩვენი კორესპონდენტები“ გამოქვეყნდა მიხეილ ხერხეულიძის (კიაზოშვილი) წერილი „კახეთის ვითარება“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ტიტე მარგველაშვილის წერილი „სოციალიზმ-კომუნიზმის მარცხი“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა სპირიდონ კედიას მეთაური წერილი „დიპლომატები თუ აგიტატორები?“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთი „საქართველო“ გაზეთ „ბათუმის ეხოზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ბათუმის ოლქის საგანგებო რწმუნებულმა გრიგოლ გიორგაძემ მთავრობას თანამდებობიდან გათავისუფლება სთხოვა. შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ დაიბეჭდა შეცდომის გასწორება. 19 იანვრის ნომერში (N13) დაბეჭდილ შემომწირველთა სიაში დასნეულებულ ბელეტრისტ ნიკოლოზ ნათაძის სასარგებლოდ დავით კასრაძის შემოწირულობა იყო 1 500 მანეთი და არა 15 000.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო საბჭოს თავმჯდომარემ ექიმ მუხარინსკის მოხსენების მოსმენისა და განხილვის შემდეგ აღნიშნა, რომ ქალაქების თვითმმართველობას უნდა ესარგებლა მომხსენებლის რეკომენდაციებით.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქალაქთა კავშირის საექიმო-სასანიტარო საბჭომ განიხილა საკითხი ქალაქების წყლით უზრუნველყოფის შესახებ. ექიმმა მუხარინსკიმ თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ წყლით უზრუნველყოფა საზოგადოებრივი თვითმმართველობის მთავარი ვალდებულება იყო. წყალსადენის მოწყობის დროს უნდა გამოკვლეულიყო წყლის გეოლოგიურ-სანიტარული პირობები, მდინარის წყლის მიწოდების შემთხვევაში მოწყობილიყო საფილტრაციო სადგური, ეპიდემიების დროს შემოეღოთ წყლის და წყალსადენის დაწესებულების დეზინფექცია, ასევე უნდა განვითარებულიყო კანალიზაცია.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 21 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „საქართველოს ნოტა ა. ს. ს. რ. სრულუფლებიან წარმომადგენელს“, რომელსაც ხელს საგარეო საქმეთა მინისტრის მაგიერ მისი მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი აწერს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვარს ხონის მოქალაქე ჭავჭანიძემ განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს ტელეგრამით აცნობა, რომ ხონის სემინარიის დირექტორი არ დაემორჩილა განათლების სამინისტროს განკარგულებას და მისი შვილი სკოლის გარეთ დატოვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს საგანგებო მისია სიმონ მდივანის თავმჯდომარეობით ქალაქ სამსუნიდან ანგორისკენ (ანკარა) ავტომობილებით გაემართა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანკარაში გაგზავნილი საქართველოს საგანგებო მისია სიმონ მდივანის თავმჯდომარეობით ტრაპეზუნდში ჩავიდა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები დელეგაციას ზეიმით დახვდნენ, მათ პატივსაცემად გაიმართა ჯარების აღლუმი, შემდეგ კი გუბერნატორის სასახლეში – ბანკეტი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა კონსტანტინე გამსახურდიას წერილი „თანამედროვე გერმანიის პოლიტიკისა და კულტურის პრობლემები“ (გაგრძელება).

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა წერილი „პრესა“.