საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86412

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წელს სიმონ წვერავამ მუშაობა დაიწყო მოანგარიშედ ნავთლუღში თბილისის საქალაქო საბჭოს ხორც-კომბინატში.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს სიმონ წვერავამ მუშაობა დაიწყო ჯერ საქართველოს წითელი ჯვრის კომიტეტში, შემდეგ ამ კომიტეტის სტამბაში დირექტორის მოადგილედ საფინანსო დარგში.

1927

ტიპი: თანამდებობა

1928 წლის 1-ელ სექტემბერს სიმონ წვერავა დანიშნეს თბილისის მე-7 საშუალო შრომის სკოლაში საზოგადოებათა მეცნიერების მასწავლებლად და მეცხრე კლასის დამრიგებლად.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წელს სიმონ წვერავა აირჩიეს საქართველოს განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის გამგეობის წევრად და განათლების სახალხო კომისარიატის სამეცნიერო-პედაგოგიური საბჭოს წევრად.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930 წელს სიმონ წვერავა მუშაობდა გაზეთ „განათლების მუშაკის” რედაქტორის მოადგილედ.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში” დაიბეჭდა სიმონ წვერავას პირველი მოთხრობა „ჩატეხილი ხიდი”.

1873

ტიპი: ავტორობა

1873 წლის 20 აპრილს გაზეთ „დროებაში“ სკანდელის ფსევდონიმით ნიკო ნიკოლაძის ფელეტონი „სხვათა შორის“ გამოქვეყნდა.

1926

ტიპი: ორგანიზაცია

1926 წლიდან სიმონ წვერავა იყო გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტთან” არსებულ კომკავშირულ მწერალთა წრის წევრი.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928-1932 წლებში სიმონ წვერავა გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტთან” არსებული კომკავშირელ მწერალთა წრის თავმჯდომარე იყო.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს სიმონ წვერავამ მუშაობა დაიწყო საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციაში საორგანიზაციო განყოფილების გამგედ.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს სიმონ წვერავა აირჩიეს საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ორგანიზაციის გამგეობისა და პრეზიდიუმის წევრად.

1930

ტიპი: თანამდებობა

1930-1932 წლებში სიმონ წვერავა იყო საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის სამდივნოს წევრი, ამიერკავკასიის პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის პრეზიდიუმის წევრი და წითელარმიელ მწერალთა ასოციაციის პასუხისმგებელი მდივანი.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წელს სიმონ წვერავა აირჩიეს საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედარაციის პასუხისმგებელ მდივნად.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931-1932 წლებში სიმონ წვერავა იყო გამომცემლობა „ფედერაციის“ დირექტორი.

1931

ტიპი: თანამდებობა

1931 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა სიმონ წვერავა დანიშნა „ლიტერატურული გაზეთის” რედაქტორად.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932 წლის იანვარში სიმონ წვერავა საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედერაციის პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მობილიზაციის წესით ხონის რაიპროფსაბჭოს თავმჯდომარედ გაგზავნეს.

1932

ტიპი: თანამდებობა

1932-1935 წლებში სიმონ წვერავა იყო ხონის რაიონისა და ქალაქის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს რადიოკომიტეტის რწმუნებული და გაზეთ „დამკვრელის” კოლეგიის წევრი.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932-1935 წლებში სიმონ წვერავა პედაგოგიურ ტექნიკუმში, საღამოს მუშფაკში და ინდუსტრიალურ ტექნიკუმში ასწავლიდა საზოგადოებათა მეცნიერებას და ქართულ ენასა და ლიტერატურას.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წელს სიმონ წვერავამ მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირში მასობრივი განყოფილების გამგედ.

1931

ტიპი: ავტორობა

1931 წელს სახელმწიფო გამომცემლობის საბავშვო სექტორმა გამოაქვეყნა სიმონ წვერავას „ნოველების” პირველი წიგნი.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წელს გამოქვეყნდა სიმონ წვერავას მცირე დოკუმენტური მოთხრობების კრებული „სტალინელები”.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამომცემლობა „ფედერაციამ” დაბეჭდა სიმონ წვერავას მოთხრობების კრებული.

1940

ტიპი: ავტორობა

1940 წელს გამომცემლობა „ფედერაციამ” გამოსცა სიმონ წვერავას სამამულო ომის თემაზე დაწერილი ოთხი მოთხრობა.

1936

ტიპი: თანამდებობა

1936-1948 წლებში სიმონ წვერავა იყო საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის მუშაკთა პროფესიული კავშირის რესპუბლიკური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი.

1930

ტიპი: ღონისძიება

1930 წელს სიმონ წვერავამ გიორგი ლეონიძესთან ერთად ჩამოაყალიბა მუშათა ლიტერატურული წრე თბილისის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანასთან, რომელსაც სხვადასხვა დროს, 18 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა.