საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89436

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა საბჭომ აირჩია საგანგებო კომისია, რომლის თავმჯდომარედ პეტრე მელიქიშვილი დანიშნეს. კომისიის წევრები იყვნენ: ა. ა. ეგოროვი, პლატონ გვერწითელი, ს. მ. ჩოლოყაშვილი და ვასილ რცხილაძე. მათ ღვინის კანონი უნდა შეემუშავებინათ და საბჭოსათვის წარედგინათ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ლი მარტის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ დაადგინა, შემდეგი კრებისთვის, ს. ჩოლოყაშვილს დაევალოს მოხსენების გაკეთება თუ რა მდგომარეობაშია მეღვინე-მევენახეობა ფილოქსერის გამო და დაასახელოს მის წინააღმდეგ საბრძოლველი საშუალებანი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 1-ელი მარტის ჟურნალის „ვაზი და ღვინო“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს წევრების – ივანე ანდრონიკაშვილის, ვასილ რცხილაძისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის – მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა რაიონში უამინდობის გამო გადაიდო.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის მარტში ივანე გაჩეჩილაძემ წერილი გაუგზავნა საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე სერგი დანელიას და სასწავლებლის საქმეების გამო რამდენიმე დღით თბილისში ჩასვლის ნებართვა სთხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგე სერგი დანელიამ ივანე გაჩეჩილაძეს ნება დართო, თბილისში ჩასულიყო ორი დღით სასწავლებლის საქმეების გამო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის პირველ მარტს თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორმა ილ. ლორთქიფანიძემ სახალხო განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის 27 თებერვლის სხდომის ოქმიდან ამონაწერი გაუგზავნა და სამეურნეო კომიტეტის დადგენილების დამტკიცება სთხოვა. ასევე, ითხოვა ნებართვა გიმნაზიის მასწავლებლისთვის ნ. ნ. ბარანოვსკისთვის სპეციალური თანხიდან დახმარების სახით 1600 მანეთი გამოეყო. ხელს აწერენ გიმნაზიის დირექტორი ილ. ლორთქიფანიძე და საქმისმწარმოებელი ვარლამ სიკოს ძე იოსელიანი.

1920

ტიპი: თანამდებობა

თბილისის ვაჟთა მე-2 გიმნაზიის დირექტორი იყო ილარიონ ლორთქიფანიძე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 1-ლი მარტიდან კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევა-ხორონენკო აღარ მუშაობდა ფოთის ვაჟთა გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ მარტს სოფელ ახალქალაქში ივლიტა დიმიტრის ასული თარხან-მოურავისა გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის მარტში თბილისში ანთიმოზ ბესარიონის ძე რამიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის მარტში ივანე გიორგის ძე ფალავანდიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 9 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელისაბედ მამანტის ასული ხოფერია ბესარიონ ლუკას ძე ხოფერიას რძალი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 1-ელ მარტს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ სოფელ ნიგოითში გარდაიცვალა გიმნაზიის ინსპექტორი დავით კონსტანტინეს ძე კალანდარიშვილი.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის მარტში სოფელ სურებში ბესარიონ (ბესო) მახარბელის ძე რამიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის მარტში სოფელ აკეთში გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 2 მარტს სახელმწიფო თეატრში ალექსანდრე იობის ძე ინაშვილის ბენეფისი გაიმართა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარე უილიამ ჰასკელი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწისძვრით დაზარელებულთა დასახმარებლად გამოგზავნილი 3 ვაგონი ტანსაცმლის ფოთის პორტში შესვლას ატყობინებდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, რესპუბლიკის ომებში დაჭრილ-დასახიჩრებულთა კავშირმა საპენსიო წესდების პროექტის შესახებ, რომელიც გენერალ ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილის თავმჯდომარეობით შექმნილმა საგანგებო კომისიამ შეადგინა თავისი აზრი გამოთქვა. კავშირი, პენსიის სიმცირის გამო, სახელმწიფოსგან სხვა სოციალურ დახმარებასაც მოითხოვდა. ასევე ისეთი პუნქტის შეტანას, რომელიც დაზარალებულებს საზოგადოებაში ადაპტირების საშუალებას მისცემდა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორმა დამფუძნებელ კრებას ბათუმის ქალაქის არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვება მიულოცა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, დამფუძნებელ კრებაზე სიტყვით გამოვიდა საგარეო საქმეთა გამგე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი, რომელმაც აღწერა ის მძიმე გარემო, რომელშიც არჩევნები ჩატარდა. მიუხედავად ამისა, ბათუმში გაიმარჯვა საქართველოს მთლიანობის პრინციპმა, რომელიც რამდენიმე ხნის წინათ აღიარა სამუსლიმანო საქართველომ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა ია კარგარეთელის წერილი „მუსიკა ქართულ სკოლაში“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა მოსე ჯანაშვილის წერილი „ახალი გორი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „შრომა და სურსათი“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი გორდაძე ნინო პეტრიაშვილი-ბახტაძის სიძე იყო.