რეგისტრირებული ფაქტები81218
სორტირება თარიღი მზარდობით
1923
ტიპი: ავტორობა
1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, სწრაფი სამუშაოები მიმდინარეობდა უნივერსიტეტის ფიზიკური, ზოოლოგიური, ბოტანიკური, გეოგრაფიული და სხვა სახეობის ლაბორატორიების მოსაწყობად. მათი ნაწილი დასრულებული იყო და უნივერსიტეტთან ერთად გაიხსნებოდა. ასევე იხსნებოდა უნივერსიტეტის უმდიდრესი წიგნსაცავი, რომელსაც აკადემიური სამკითხველოს სახით „26 კომუნარების“ სახელობის კარგად მოწყობილი ვეებერთელა დარბაზი ჰქონდა. უნივერსიტეტში იყო დასასვენებელი სამკითხველო-დარბაზიც დიდი რაოდენობის ადგილობრივი და საზღვარგარეთული ლიტერატურით, ლამაზად მორთული კლუბი, თეატრი და სხვ.
1923
ტიპი: ავტორობა
1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, უნივერსიტეტის აკადემიური მხარე სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო. მეცადინეობა უმთავრესად ლაბორატორიებში მიმდინარეობდა. მუშაობის სიმძიმის ცენტრი გადატანილი იყო სტუდენტების თვითმოქმედებაზე, ლექტორები კი თანასწორთა შორის ხელმძღვანელის როლს ასრულებდნენ.
1923
ტიპი: ავტორობა
1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუჯრედი კომპარტიის და კომინტერნის ტაქტიკის და სტრატეგიის ღრმა თეორიულ და აკადემიურ შესწავლას დიდ ყურადღებას აქცევდა. მუშაობის ნაყოფიერებისთვის მთელი უჯრედი „შემაკავშირებელ“ 16 წრედ იყო დაყოფილი. აქედან 14 წრე რუსული იყო, რუსულის არამცოდნეთათვის: 1 ქართული და 1 თურქული. თითოეულ წრესთან უჯრედის ბიუროს მიერ მიმაგრებული იყო მდივანი - ხელმძღვანელი. წრეების სხდომა იმართებოდა 2 კვირაში ერთხელ, სადაც წრის მიერ დანიშნული სტუდენტი აკეთებდა მოხსენებას იმ მასალის მიხედვით, რომელსაც წრის ყველა წევრი წინდაწინ ეცნობოდა.
1923
ტიპი: ავტორობა
1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ამა თუ იმ თემის ღრმად შესწავლის შემდეგ სტუდენტები მოხსენებებისთვის ტფილისის საწარმოების კომუჯრედებში დაიგზავნენ. პირველმა ცდამ სასურველად ჩაიარა. სტუდენტობამ საჭირო გამოცდილება მიიღო. განზრახული იყო ამ მუშაობის მაქსიმალურად გაფართოება.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 7 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, კომუჯრედთა ბიურო უნივერსიტეტში საკმაოდ დიდი ფორმატის რუსულენოვან (არსებობდა ქართულენოვანი და სომხურენოვანი განყოფილებებიც) კედლის გაზეთ „ოცდაექვსელს“ გამოსცემდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 7 ნოემბერს მოხდა ლიკვიდაცია მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტიისა, რომლის წევრი იაკობ ფანცხავაც იყო.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 7 ნოემბერს ამიერკავკასიის კომუნისტური უნივერსიტეტის საზეიმო გახსნაზე იმჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას მოახსენა უნივერსიტეტის რექტორმა ტაკოევმა.
1923
ტიპი: ავტორობა
1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ამიერკავკასიის კომუნისტურ უნივერსიტეტში 243 ვაჟი და 43 ქალი ირიცხებოდა. საზოგადოებრივ-პედაგოგიურ ფაკულტეტზე - 89 კაცი, პარტიულ საბჭოთა ფაკულტეტზე - 128, ხოლო მოსამზადებელ განყოფილებაზე - 69. ქართულ ჯგუფში 20 კაცი იყო, თურქულში - 28, ხოლო რუსულში – 21. რესპუბლიკების მიხედვით სტუდენტთა რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდებოდა: აზერბაიჯანის 86 მოქალაქე, სომხეთის - 43, საქართველოს - 128. ეროვნების მიხედვით: ქართველი - 56, სომეხი - 89, თათარი - 47, რუსი - 52, სხვა მცირე ერთა წარმომადგენელნი - 35. ენის ცოდნის მიხედვით: ქართული ენის მცოდნე - 67, სომხური ენის მცოდნე - 83, თათრული ენის - 88 კაცი. ასაკის მიხედვით სტუდენტების ორ მესამედზე მეტი 18-25 წლისანი იყვნენ.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, პირველი მისასალმებელი სიტყვა მიასნიკოვმა წარმოთქვა, რომელიც ხაზს უსვამდა ა./კ. კომუნივერსიტეტის მნიშვნელობას ადგილობრივი ერებისთვის.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „კომუნისტის“ ცნობით, ორჯონიკიძე ა./კ. კომ. უნივერსიტეტს პროლეტარულ ინტელიგენციის მომამზადებელ დაწესებულებად თვლიდა, რომელიც ხელს შეუწყობდა ფართე მასებში კლასიური პროლეტარული იდეოლოგიის ჩამოყალიბებას.
1923
ტიპი: ღონისძიება
ა./კ. კომ. უნ-ის სახელით სიტყვა წარმოთქვა ეგიაზაროვმა, რომელიც გამოსთქვამდა რწმენას, რომ მომავალ წლისთვის სტუდენტთა რიცხვი უნივერსიტეტში გაორკეცდებოდა და მრავალ მომზადებულ მებრძოლს გამოუშვებდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
საღამოს მე-2 ნაწილი შეიცავდა ოქტომბრის ექვსი წლისთავის დღესასწაულს. უნივერსიტეტში საკუთარი ძალებით წარმოდგენილ იქნა სასცენოდ გადაკეთებული სოსნოვსკის ფელეტონი „კონიოკ-გარბუნოკი“ რომელიც ოქტომბრის რევოლუციისადმი იყო მიძღვნილი. წარმოდგენა დიდი ხალისით ჩატარდა. დასასრულს სტუდენტებისა და სტუმრებისთვის ამხანაგური ვახშამი გაიმართა.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 20 ნოემბერს ვასილ გიორგის ძე კაპანაძე დააკავეს. მას დაკავებისას ჩამოართვეს რევოლვერი N26, საფულე და ორი სხვა ნივთი.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებულ ვასილ გიორგის ძე კაპანაძეს ჰყავდა: მამა, გიორგი – 54 წლის; დედა, ანასტასია – 50 წლის, დიასახლისი; და, ბარბარა – 22 წლის; ძმები: ნიკოლაი – 23 წლის; დავითი – 25 წლის, მცხოვრებნი თბილისში.