რეგისტრირებული ფაქტები81232
სორტირება თარიღი მზარდობით
1924
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე სულხანიშვილის მოგონებების მიხედვით, 1924 წელს დავით ჭავჭავაძემ სამეგრელოში გაჭირვებით მოაგროვა ასიოდე ცხენოსანი, რომელთაც სამეგრელოდან მოულოდნელად უკანდახეულ სხვა ნაწილებთან ერთად საჯავახოს სადგურზე მოუხდათ ბრძოლა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქაქუცა ჩოლოყაშვილი ბათუმში შეხვდა დიმიტრი ჟლობას ბათუმში. მათ ერთმანეთი ტვერსკის პოლკში გაიცნეს, რომელიც მეფის მთავრობის დროს თურქმენეთში იდგა. მაშინ ჟლობა ჩოლოყაშვილის ასეულის ვახმისტერი იყო. მათი ნაცნობობის წყალობით ჩოლოყაშვილის დივიზია და ათასეული განადგურებას გადაურჩა.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს, ჯარიდან წასვლის შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი არალეგალურად ცხოვრობდა თელავის, სიღნაღისა და დუშეთის მაზრებში და ორგანიზაციების ჩამოყალიბებას ცდილობდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
ალექსანდრე სულხანიშვილი მოგონებებში წერს, რომ 1924 წელს მან ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეუღლესთან, ნინო მეღვინეთუხუცესთან გაგზავნა მეგობარი ჩოლოყაშვილის ადგილსამყოფელი გასაგებად. გზად მას ქაქუცას ძმა სიკო ჩოლოყაშვილი შეხვდა, რომელმაც უამბო, რომ ქაქუცა 6 კაცთან ერთად ალვანის ტყეებში იმყოფებოდა. იმ დროისთვის კი ვაზნების წასაღებად თელავში წასულიყვნენ.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს, ცხენოსანთა დივიზიისა და პირველი ცხენოსანთა ათასეულის შეერთების შემდეგ, დიმიტრი ჟლობამ ქაქუცა ჩოლოყაშვილს სარდლობა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ჩოლოყაშვილის რეკომენდაციით ჯარის სარდლად ფრიდონ წულუკიძე დაინიშნა.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924-1925 წლებში ქრისტინე შარაშიძე მასწავლებელთა სახლში ქართული ენის კაბინეტის ხელმძღვანელად იყო მიწვეული.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს განათლების კომისარიატი ოლღა ჭავჭავაძეს ყოველთვიურად აძლევდა დახმარებას,39 მანეთს. ამ თანხით ირჩენდა თავს მისი მომვლელიც.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს მწერალი და დრამატურგი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძე ცხოვრობდა თბილისში, მესანგრეთა (საპიორების) ქუჩის N27-ში.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდიატ შალვა მოსიძეს საზოგადოების სასტიპენდიო ვალი 850 მანეთი ჰქონდა დარჩენილი, შალვა ტატიშვილს – 1 425, ლეო შენგელაიას – 1 050, გიორგი ჩიტაიას – 1 100 მანეთი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ეკატერინფელდში ქაქუცა ჩოლოყაშვილმა ალექსანდრე სულხანიშვილს უამბო, რომ საქართველოს მხედრობას პარტიზანული ბრძოლების წამოწყება გადაეწყვიტა და ამ საქმის გაძღოლა მას დაავალეს – პატარა საიდუმლო ჯგუფი უნდა შეეკრიბა რაზმის შესაქმნელად და მოძრაობის დასაწყებად.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის პირველი იანვრის გაზეთ „კომუნისტის“ მიხედვით, ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე, როგორც პარტიული მუშაკი, არაერთხელ გამხდარა რეპრესიების მსხვერპლი.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს დაკავებული ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილის მეუღლე ოლღა სულიაშვილი ცხოვრობდა თბილისში, გოგოლის ქუჩა N48-ში.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წელს დაპატიმრებული ანდრია სოკრატეს ძე სულიაშვილი ცხოვრობდა მიხეილის (პლეხანოვის) პროსპექტზე.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლამდე, დაკავებამდე, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძე მუშაობდა აგრონომიის ინსტრუქტორად.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წელს დაპატიმრებული კლიმენტი (კალისტრატე) დიმიტრის ძე კალანდარიშვილი იყო მიწის მუშა.