საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88873

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, კოწია ნიკოლოზის ძე მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფიო ნიკოლოზის ასული მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფიო ნიკოლოზის ასული მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნატო მურვანიშვილი ნიკოლოზ მურვანიშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დაბა სურამში ნიკოლოზ (კოლა) მურვანიშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 28 მარტს ალექსანდრე ბადრიძეს საკუთარი სახლიდან (ჩერქეზიშვილის ქუჩა, აჯამეთის შესახვევი N6) გადაასვენებდნენ საბურთალოს წმინდა გიორგის ეკლესიაში და იქვე დაასაფლავებდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნინო ალექსანდრეს ასული ბადრიძე ალექსანდრე ბადრიძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ოლღა ალექსანდრეს ასული ბადრიძე-გოლოვაშკინისა ალექსანდრე ბადრიძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 28 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალექსანდრე ბადრიძე გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 29 მარტს ჭიათურის შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოსა“ და სავაჭრო-სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის ხელშეკრულება დაიდო. ტონაზე 95 ფრანკი ეძლეოდათ. სულ 5 000 ტონა აიღეს. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გ. დ. ჟურულმა, კომიტეტის წევრებმა – ი. მენაბდემ და ბ. პაპავამ, ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკიმ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წელი 29 მარტს დაიდო ხელშეკრულება „ჩემოსა“და სავაჭრო და სატრანსპორტო საზოგადოება „ვულკანს“ შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ჩემოს“ კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულმა და ვულკანის წარმომადგენელმა როტერდამში ივან სპირიდონის ძე პერსინაკმა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 მარტს თბილისში ელენე სიმონის ასული კლდიაშვილი გარდაიცვალა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 მარტს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ზუგდიდის მაზრის მასწავლებელთა კავშირისგან მიიღო ცნობა, რომ პედაგოგების მატერიალური მდგომარეობა აუტანელი იყო. განათლების სამინისტროსგან მიღებულ თანხას ერობა სხვა საჭიროებისთვის ხარჯავდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის მარტში ნოე ჟორდანიამ მიუღებლად ჩათვალა ზუგდიდის მაზრის მასწავლებელთა კავშირის მდგომარეობა, ამიტომ საქმე გამოსაკვლევად შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა.

1920

ტიპი: ავტორობა

30 მარტს ერევნიდან მოვიდა დეპეშა, რომელშიც ხატისოვი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს სწერდა ყარაბაღში შექმნილი კონფლიქტის შესახებ. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ივანეს ძე ხატისოვი აზერბაიჯანს სომეხთა შევიწროებასა და ხოცვა-ჟლეტაში, ასევე 1919 წლის 22 აგვისტოს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდა. ხატისოვი ქართულ მხარეს სთხოვდა, გავლენა მოეხდინა აზერბაიჯანის მთავრობაზე, რათა მას შეეჩერებინა თავდასხმა ყარაბ-ზანგეზურზე და ყარაბაღის საკითხი იარაღის საშუალებით არ გადაეწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 30 მარტს დამფუძნებელი კრების სხდომის თავმჯდომარე იყო ექვთიმე თაყაიშვილი.

1920

ტიპი: ავტორობა

დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 მარტის სხდომაზე იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ეფრემის ძე ონიაშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი სამაზრო-სასოფლო მილიციისა და ადმინისტრაციის ახალი შტატის შემოღების შესახებ. მაზრისა და რაიონის კომისრის ნაცვლად დამტკიცდა მაზრისა და რაიონის მილიციის უფროსის თანამდებობები.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა „მისტერ ოლ. უორდროპის განცხადება“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 მარტის გაზეთ „საქართველოში“ (რედაქტორი სპირიდონ კედია) გამოქვეყნდა მეთაური წერილი „ბათომი და მოკავშირენი“.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 30 მარტის გაზეთ „საქართველოში“ გამოქვეყნდა რუსუდან ნიკოლაძე-პოლიევქტოვისას წერილი „სიტყვარზე და სიტყვებზე“.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ეკატერინე ნიკოლოზის ასული გოგიტიძე-ჩიგოგიძე ნოე ლევანის ძე ჩიგოგიძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ნოე ლევანის ძე ჩიგოგიძე ივანე ნიკოლოზის ძე გოგიტიძის სიძე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ეკატერინე ნიკოლოზის ასული გოგიტიძე-ჩიგოგიძე ივანე ნიკოლოზის ძე გოგიტიძის და იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 30 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იაკობ ტატიშვილი დეკანოზი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 30 მარტის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, დეკანოზი იაკობ ტატიშვილი ექიმ იოსებ ალექსანდრეს ძე სიმონიშვილის ბიძა იყო.