რეგისტრირებული ფაქტები81446
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1951
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1951 წლის 1-ლ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და ოჯახის წევრები მოიკითხა (გაიოზ მაღლაკელიძე 5 აგვისტოს გერმანიაში დაიბადა).
1951
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1951 წლის 16 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ შეწუხებული იყო გრეტას ავადმყოფობით და მეუღლის ბინიდან გაძევებით. შვილს კი მოუბოდიშა, რომ ფულით ვერ ეხმარებოდა.
1951
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1951 წლის 7 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს პაკისტანის სახელმწიფო წყობის შესახებ მისწერა, რომ პაკისტანი ფედერალური სახელმწიფო იყო და პრემიერი თავისი მინისტრებით კარაჩში იჯდა, პროვინციებში კი შეფ მინისტრებს საკუთარი სახელმწიფო აპარატი ჰქონდათ. მათ შორის განსხვავება ის იყო, რომ კარაჩის მინსტრთა თავმჯდომარე „პრემიერ მინისტრი“ იყო, პროვინციის მთავრობის სათავეში კი „შეფ-მინისტრები“ იდგნენ.
1951
ტიპი: ღონისძიება
1951 წლის 7 ნოემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ვიზის მისაღებად პირადობის მოწმობა სჭირდებოდა, რომელიც კარაჩში უნდა მიეიღო.
1951
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1951 წლის 4 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძე გაიოზ მაღლაკელიძეს დაჰპირდა, რომ ვრცელ წერილსა და საჭირო მასალებს გაუგზავნიდა. ასევე თავისი ახალი მისამართი მისწერა: კარაჩი 3, პაკისტანი.
1951
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1951 წლის 2 სექტემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ მისი წერილები კოჰატში ძველი მისამართით გაეგზავნა. შეატყობინა, რომ ორი საგაზეთო წერილის მასალა გაუგზავნა.
1951
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1951 წლის 31 ოქტომბერს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფი შვილი, გაიოზ მაღლაკელიძე და შვილიშვილი, ვამეხ მაღლაკელიძე მოიკითხა და მისწერა, რომ მათი ნახვის იმედი ჰქონდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N58 ბრძანებით, ვახტანგ კოტეტიშვილი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის საქართველოს ისტორიის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N60 ბრძანებით რაისა ჩიხლაძე-კეჭაყმაძისა თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ნასამართლეობა
1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა იმ მოქალაქეთა გვარები, რომლებიც ნახშირის ნიხრზე ზევით გაყიდვისთვის სამით თვით დაპატიმრეს: არშაკ ფარსადანოვი, ბეჟან ბეჟანიშვილი, ალექს მანუკიანცი, გეურქ გამოევი.
1915
ტიპი: ავტორობა
1917 წლის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (რედაქტორი კატო მიქელაძე) გამოქვეყნდა ცნობები, რომ 1915 წელს რუსულად ითარგმნა სუფრაჟისტების მოძრაობის ლიდერის, ემელინ პანკჰერსტის წიგნი „ჩემი ცხოვრება“, რომელშიც გადმოცემული იყო თუ როგორ წარმოიშვა და განვითარდა ინგლისში მილიტანტური მოძრაობა. ეს წიგნი წარმოადგენდა სუფრაჟისტული და მილიტანტური მოძრაობის მთავარი ფიგურის ავტობიოგრაფიას.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობას“ რუბენ ყიფიანმა დეპეშით აცნობა, რომ მთელ სვანეთში იარაღის აკრეფა დასრულდა. 4 სექტემბერს მოწვეული ჰყავდათ სვანეთის წარმომადგენელთა კრება ზოგიერთი საკითხის მოსაგვარებლად. ფრანგი მწერალი ქალი ოდეტ კიუნი ყაჩაღებს შეუშინებიათ. ყაჩაღებმა იარაღი რომ ჩააბარეს, მწერალი მათ გახარებული დაემშვიდობა; რამდენიმე დღე მათთან ერთად იმგზავრა დამფუძნებელი კრების წევრმა ვლასა მგელაძემ.
1917
ტიპი: ავტორობა
1917 წლის 22 ივნისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N11 მილიტანტური მოძრაობის შესახებ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ემელინ პანკჰერსტისა და მისი თანამოაზრეების მიერ ქალთა პოლიტიკური კავშირის ჩამოყალიბების შესახებ ახლდა რედაქციის (რედ. კატო მიქელაძე) შენიშვნა, რომ ისინი ასეთ ტაქტიკას არ იზიარებდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობა“ ბეჭდავს თბილისის და მისი რაიონის მებაღეთა კავშირის განცხადებას, კავშირის თავმჯდომარის, ესაია შუბლაძის ხელმოწერით, მემამულეთა საყურადღებოდ, რომ 13 სექტემბერს (მე-5 სამილიციო უბანში, ვარანცოვის ქ. N99) დანიშნულია კავშირის წევრებისა და მემამულეთა გაერთიანებული კრება მნ-ი საკითხების განსახილველად; მას მე-6 რაიონიდან დაესწრებიან ტერელიძე და ბუაჩიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 9 სექტემბრის „ერთობაში“ გამოქვეყნებულ წერილში „სოც. დახმარების ცენტრალური საზოგადოება“, ნათქვამია, რომ საზოგადოების გამგეობა ორთაჭალის ბავშვთა სახლში (N1) აწყობს ინვალიდების სახლს. ხელმძღვანელად მიიწვიეს ქ-ნი შტეინბერგი. სკოლა იქნება მისტროვის სახელობის, რომელმაც საზოგადოებას „კაპეიკის კავშირის“ დიდი ინვენტარი შესწირა. სკოლა გაიხსნება მადათოვის ქ.-ზე, ალექსანდროვის ბაღის პირდაპირ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობაში“ ქვრივი კატო სიამაშვილი წერილით მიმართავს ოზურგეთელ სამუელ სიამაშვილს და სამედიატორო სასამართლოში გაყოლას სთხოვს მათ შორის სახლის შესახებ არსებული დავის გადასაწყვეტად. მედიატორად ასახელებს მოსე თალაკვაძესა და გრიგოლ კოპლატაძეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N61 ბრძანებით მარიამ ალექსის ასული სოკოლსკისა თბილისის ვაჟთა მეოთხე გიმნაზიის უმაღლესი მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 ოქტომბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 58 ბრძანებით ევგენია პავლეს ასული ვოინიჩი- სიანოჟენსკისა თბილისის ვაჟთა ახალი საზოგადოების მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.