რეგისტრირებული ფაქტები86502
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1974
ტიპი: გარდაცვალება
კონსტანტინე მეძველია გარდაიცვალა 1974 წლის 4 იანვარს. დაკრძალულია ქუთაისის მწვანეყვავილას პანთეონში.
1940
ტიპი: ორგანიზაცია
1940 წელს მარიამ ბარათაშვილი გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე მაჭავარიანი ზუგდიდის მაზრის მომრიგებელი შუამავალი იყო.
1892
ტიპი: თანამდებობა
1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზუგდიდის მაზრის მომრიგებელ შუამავალ ივანე მაჭავარიანს კოლეგიის მრჩევლის წოდება მიენიჭა.
1892
ტიპი: ღონისძიება
1892 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე 14 თებერვალს რუსეთში საკვების გარეშე დარჩენილი ხალხის დასახმარებლად სოფელ ბაკურციხეში გამართული მეჯლისის შესახებ წერდა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს ინპექტორმა სტეფანოვმა თედო სახოკიას ბინაში აკრძალული ლიტერატურის აღმოჩენის შემდეგ მას ურჩია სემინარია თავისი ნებით დაეტოვებინა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს თედო სახოკიასა და მიხა ცხაკაიას ბინის დათვალიერებისას სემინარიის ინსპექტორმა იაკობ სტეფანოვმა დამალული პფეიფერის „კოოპერაცია“ აღმოაჩინა.
1892
ტიპი: ავტორობა
1892 წლის 18 თებერვლის „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლისთვის საადგილმამულო ბანკის მიერ გამოყოფილი 500 თუმნიდან 180 მანეთი გამიზნული იყო ყველის გაკეთებისა და საქონლის მოვლა-მოშენების შესასწავლად ედიმონოვის სასწავლებელში გაგზავნილი ფშაველი მოსწავლის გზის და შენახვის ხარჯისთვის.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წელს სემინარიის ინსპექტორმა თედო სახოკიას ბინაში პფეიფერის „კოოპერაციის“ აღმოჩენის შემდეგ თედოს სასწავლებლის თავისი ნებით დატოვება ურჩია, რადგან ყოფაქცევაში უმაღლესი შეფასების გარეშე სხვა სასწავლებელში სწავლას ვერ გააგრძელებდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 10 თებერვალს თბილისის სამეურნეო საზოგადოებამ რაფიელ ერისთავი ქართულენოვანი ბოტანიკური ლექსიკონის შედგენისათვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1873 წლის 10 თებერვალს თბილისის სამეურნეო საზოგადოების სხდომაზე აგრონომმა ვიქტორ გეევსკიმ ლოჭინის სკოლის შესახებ ისაუბრა.

