საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86519

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 15 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ ანა მუსხელაშვილის კორესპონდენცია „ახალციხე, 5 სეკდემბერს“ გამოქვეყნდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 19 მაისს გაზეთ „დროებაში“ დ. ზურაბისშვილის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ჩქოტუას წერილი „ზოგიერთი აზრები ჩვენს მდგომარეობაზე“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ განათლების ევროპული გამოცდილების შესახებ გამოქვეყნდა დასაწყისი გ. ძიგოევის წერილისა „შვეიცარია, ჟენევიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის კორესპონდენცია „შვეიცარია ციურიხიდამ“.

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წლის 24 ივნისს ბადენ-ბადენში ემიგრაციაში გარდაიცვალა ქართული ლიტერატურის მოამაგე, ცენზორი ივანე ლაზარეს ძე ყაითმაზოვი.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ჩქოტუას ფელეტონი „ორი ჩვეულება აფხაზეთში“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 4 აგვისტოს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ერთმანეთის დახმარება“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ხ. სარქისოვის კორესპონდენცია „ქიზიყიდამ, ივლისის 12-ს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ქიშვარდიანის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასასრული გიორგი ჭალადიდელის წერილისა „მოკლე მიმოხილვა ფრანცუზებსა და პრუსიელებს შუა ომისა (1870-1871წ.)“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 28 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „ახმედ-ფაშა ვახა-ბერი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 21 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე სტატია პეტრე ჩერექოვის ნარკვევისა „ახალი სამართალი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 21 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ქიშვარდიანის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დასაწყისი გიორგი ჭალადიდელის წერილისა „მოკლე მიმოხილვა ფრანცუზებსა და პრუსიელებს შუა ომისა (1870-1871წ.)“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 21 ივლისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „ყვირილიდამ, 13 ივლისს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 21 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „თფილისის დროს გასატარებელი ადგილები და ქართული თეატრი“.

1892

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 14 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ოზურგეთის თეატრის შესახებ გამოქვეყნდა კონსტანტინე გეგიძის კორესპონდენცია „გურიიდამ, ივნისის 26-ს“.

1892

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 14 ივლისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „შორაპნის მაზრა, ივნისის 26“.

1892

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 14 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „ცხელ-ცხელი ამბები“.

1872

ტიპი: განათლება

1872 წლის 18 ივლისს თბილისის ქალთა ინსტიტუტის კურსდამთავრებულები ნაცვალოვა, ნადიოჟდინა, ზემიანსკაია და ტისჩენკო, სწავლის გასაგრძელებლად ციურიხში გაემგზავრნენ.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ქეთო ზარაფიშვილის კორესპონდენცია „გორი, 28 ივნისს“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი ჭალადიდელის ფელეტონი „ცივ-ცივი ამბები (პეტერბურღიდამ)“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სტეფანე გულიშამბაროვის წერილი „როგორი სწავლა უფრო საჭიროა ჩვენთვის“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის „ივერიის“ 164-ე ნომერში დაიბეჭდა თედო სახოკიას პირველი თარგმანი.

1906

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1906 წელს თედო სახოკიამ დეკანოზ ანტონ კეკელიას ქალიშვილი, ნადე მოიყვანა ცოლად.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თედო სახოკიამ მარტვილის სასულიერო სასწავლებელი დაასრულა.

1904

ტიპი: ორგანიზაცია

1904 წლიდან თედო სახოკია იყო პარიზის საანთროპოლოგო საზოგადოების საზღვარგარეთელი წევრ-კორესპონდენტი.