საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86543

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ჩანახატი „სცენები საპატიმროში“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 20 მაისს გზათა მინისტრი მიხეილ ხილკოვი ფოთში იმყოფებოდა, შემდეგ ნავსადგურის დასათვალიერებლად სამტრედიაში გაემგზავრა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მესამე ნომერში ალეველის ფსევდონიმით გამოქვეყნდა იასონ ნათაძის წერილი „მგზავრის შენიშვნები“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მეექვსე და მეშვიდე ნომრებში გამოქვეყნდა რაფიელ ერისთავის პიესა „სურათები ჩვენი ცხოვრებიდამ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 17 მარტის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალმანახ „კრებულის“ მესამე ნომერში ფაზელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ფრაგმენტი მამია გურიელის პოემიდან „რაშიდ ვარდიძე“.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წლის მაისში ფოთის ქალაქის თვითმმართველობის მდივანმა ვ. ა. დემიდოვმა სხვა სახელმწიფო სამსახურში გადასვლის გამო დატოვა თანამდებობა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ნ. ახვლედიანის წერილი „ორიოდე სიტყვა ჩვენს მეურნეობაზე“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 18 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სერგეი მესხის წერილი „ჩვენი მამები და შვილები“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 3 მარტს გაზეთ „დროებაში“ კოღო-ბუზის ფსევდონიმით გამოქვეყნდა სერგეი მესხის ფელეტონი „დიდმარხვის მიმოხილვა“.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წლის 24 მაისს მთავარმართებლის თანაშემწე გენერალი ფრეზე, ინჟინრები ნოვომეისკი და ბელიავსკი თერგის ოლქში გაემგზავრნენ წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად.

1892

ტიპი: თანამდებობა

1892 წლის 29 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ილია წინამძღვრიშვილი თბილისის მომრიგებელი მოსამართლე და წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის მზრუნველი იყო.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 30 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე ჩარექოვის წერილი „რამდენიმე სიტყვა ქუთაისზედ“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ივლიტელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა პეტრე მეფისაშვილის წერილი „თათრების ქორწილი“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წელს „ნაკადულმა“ გამოსცა ალექსი მირიანაშვილის საბავშვო მოთხრობათა კრებული „იგავ-არაკნი“.

1883

ტიპი: ღონისძიება

1883 წელს ზაქარია ჭიჭინაძემ გამოსცა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „ბედუკუღმართი ჯალაბობა“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 იანვარს გაზეთ „დროებაში“ ნ. სკანდელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა ნიკო ნიკოლაძის კორესპონდენცია „იმერეთის ამბები“.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს ალექსი მირიანაშვილმა შექმნა სრული ქართული წერის დედანი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსი მირიანაშვილის მოთხრობა „სეირი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის წერილი „ჭიაკოკონობა (მასალა ძველის მოყვარეთათვის)“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „დიდი შეცდომა“.

1926

ტიპი: ავტორობა

1926 წელს მოსე ჯანაშვილმა დაწერა „ჩემი ამბვედი“.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პეტრე უმიკაშვილის წერილი „რამდენიმე სიტყვა მირზოევის ფაბრიკაზე“ გ. მ. მირზოევის მიტკლის საამქროს შესახებ.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ 22 ივლისიდან 29 ივლისამდე თბილისის მაზრის სოფელ საგარეჯოში ქოლერით დაავადდა 15 და გარდაიცვალა 10 ადამიანი.

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

აკაკი ივანეს ძე მესხი დაიბადა 1905 წლის 12 მაისს ქუთაისში.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს აკაკი მესხმა სწავლა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე.