რეგისტრირებული ფაქტები89432
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, შოთა პარმენის ძე თვალჭრელიძე პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის ვაჟი იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შოთა პარმენის ძე თვალჭრელიძე ქუთაისის პირველი გიმნაზიის მე-7 კლასის მოწაფე იყო.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძე ქუთაისის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 აპრილს ქუთაისის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტი ნაზარი ტრაგიკულად გარდაცვლილი მამა-შვილის, პარმენ ივანეს ძე და შოთა პარმენის ძე თვალჭრელიძეების სულის მოსახსენიებლად ნახევარი წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 აპრილს ივანე ზაქარიას ძე ანდრონიკაშვილი და გ. ა. წინამძღვრიშვილი მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკს შეხვდნენ სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გასარკვევად. თათბირს დაესწრო კონსტანტინე მიხეილის ძე ბერეკაშვილიც. მინისტრმა ყველა საკითხზე აღუთქვათ დახმარება.
1920
ტიპი: განათლება
ქუტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის მასწავლებლის, ნიკანდრი ზაქარის ძე არველაძის ნამსახურებით სიაში წერია, რომ მან უმაღლესი განათლება მიიღო ქუთაისის საოსტატო სემინარიაში, რისი სათანადო მოწმობაც აქვს N637. ფორმულარის სწორად შედგენას ხელმოწერით ადასტურებს სასწავლებლის გამგე კირილე რუხაძე.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგი ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძე 1918 წელს სამხედრო სამსახურში იყო და გერმანელების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 აპრილს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, ქრისტინე შარაშიძე, სეით იაშვილი, ნინო ნაკაშიძე, კირილე ნინიძე და შიო დედაბრიშვილი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის თანამდებობაზე მიწვეული სამსონ დავითის ძე ბახტაძის თხოვნა თვიურად 6 000-ის ნაცვლად 9 000 მანეთის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 აპრილს განათლების სამინისტრო გორის სამაზრო ერობას სწერდა, მიუხედავად იმისა, რომ გორის სამაზრო ერობამ შეუფერებლად მიიჩნია თავის სკოლაში ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის მიერ დროებით მიწვეული ზოგიერთი მასწავლებლის დანიშნვა, სამინისტროში შესული ცნობების მიხედვით, მან მაინც არ მიიღო ზომები შესაფერისი კანდიდატების გამოსაძებნად, რის გამოც დ. გიკაევი და მ. სანაყოევი დარჩნენ სასწავლებელში. სამინისტრო სთხოვს გორის სამაზრო ერობას, რომ მიიღოს ზომები, რათა მომავალი სასწავლო წლიდან მაინც მიიწვიონ ჯავის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში მასწავლებლობის შესაფერისი პირები. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 აპრილს განათლების სამინისტრომ ჯავის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგეს მისწერა, რომ მასოხოვს, როგორც ნდობით აღჭურვილ პირს გორის სამაზრო ერობისაგან ჰქონდა დავალებული სკოლის დათვალიერება და მას არ ჰქონდა უფლება არ დაეშვა იგი სასწავლებელში რევიზიის ჩასატარებლად, მიუხედავად მათ შორის არსებული გაუგებრობისა. აქედან გამომდინარე, განათლების სამინისტრომ უკანონოდ სცნო ჯავის სასწავლებლის გამგის გადაწყვეტილება. ხელს აწერენ გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და მდივანი კ. არჯევანიძე.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფიო ივანეს ასული ფავლენიშვილი თამარ ვასილის ასულ ფავლენიშვილის დედა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვასილ ივანეს ძე ფავლენიშვილი თამარ ვასილის ასულ ფავლენიშვილის მამა იყო.

