საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88235

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე ხომერიკმა თბილისის კულტურულ-ტექნიკური სასწავლებლის ინსპექტორად ვ. ფალავანდიშვილი დანიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობის“ საშუალებით სამკითხველოს გამგე დ. ორაგველიძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქე მ. დემინს, რომელმაც საგანგებო ბატალიონის წიგნსაცავ-სამკითხველოს 3300 წიგნი შესწირა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს პროფ. კავშირის ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებმა – შალვა აბდუშელიშვილმა და ალექსანდრე ხელაძემ მუშათა დელეგაციის წარმომადგენელ ა. დგებუაძესა და დელეგაციის მდივან ლევან რუხაძესთან ერთად ინახულეს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი დელეგაციის რუსეთში თავისუფლად შესვლის საკითხის გასარკვევად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე, რომელსაც სიმონ მდივანი თავმჯდომარეობდა, ივანე გომართელის მოხსენებით თბილისის და სოხუმის დროებითი საგანგებო სასამართლოს გაუქმების შესახებ დეკრეტის საბოლოო ტექსტი მიიღეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე ფირცხალაიშვილის მოხსენებით მიიღეს დეკრეტი რუსეთში გასაგზავნი მუშათა დელეგაციის საჭიროებისათვის 8 მილ. მანეთის გამოყოფის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდა სათბობი მასალის გამანაწილებელი ბიუროს წევრი ა. რუხაძე, რომელმაც ბათუმში არსებული ნავთის პროდუქტები აღრიცხა და ამის შესახებ ბათუმის განსაკუთრებულ კომისარს და სათბობი მასალის გამანაწილებელ ბიუროს მოახსენა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე ივანე ლორთქიფანიძემ ყველა ტიპის სასწავლებლის განათლების სამინისტროსადმი დაქვემდებარება მოითხოვა.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 7 აგვისტოს მეთამბაქოეთა პროფ. კავშირის ინიციატივით ბათუმში გაემგზავრება 120 მუშა ბათუმის ოლქის საქართველოსთან შემოერთების გამო მისასალმებლად. მათთან ერთად – თბილისის პროფ. კავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხელაძე და სხვ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ რამდენიმე წლის წინ ი. სულუხიას მიერ ოზურგეთში დაარსებული პირველი ძაფის სახვევი ფაბრიკა გურიაში ორი წელი გაჩერებული იყო. ერთი თვეა იქ სამაზრო ერობას ადგილობრივი აბრეშუმის პარკის ამოხვევა დაუწყვია და 80-მდე კაცი დასაქმებულა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ ავალიანი სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სავაჭრო-სამრეწველო დაწესებულებების დასათვალიერებლად ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სააქციზო სამმართველოს უფროსად გვერდწითელის ნაცვლად ს. ბაქრაძე დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სააქციზო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მ. ღამბარაშვილი დაინიშნა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს ცენტრობანკის საბჭოსა და გამგეობის შეერთებული სხდომის დაადგენილებით სასწრაფოდ უნდა გაეხსნათ ბანკის განყოფილება.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა დამფუძნებელი კრების საპროპაგანდო კომისიას წარუდგინა მოხსენება სპეციალური წიგნის – „საქართველოს ბოტანიკური ბაღები და მცენარეულობის მოყვანის“ გამოცემის შესახებ.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა მთავრობას თბილისის სანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქალაქის სანიტარული მმართველობისთვის 48 მილ. მანეთის სესხის მიეცემის წინადადებით მიმართა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდა სასამართლო პალატის პროკურორის მოადგილე ა. კ. ყანჩელი, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ბათუმში სასამართლოს დაწესებულებათა მისაღებად გაგზავნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 აგვისტოს საღამოს 9 სთ-ზე გარეუბნის თემის თავმჯდომარე გ. მ. კილასონიას, როცა ის დიღმიდან თბილისში ბრუნდებოდა, თავს დაესხა 5 შეიარაღებული პირი გვარდიელების ფორმაში და წაართვეს 4 700 მანეთი და რევოლვერი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 აგვისტოს სენაკის თვითმმართველობა, ერობა და საზოგადოება მსახიობსა და საზოგადო მოღვაწე შალვა დადიანს გაუმართავდა საღამოს და გადასცემდა სამოსახლო ადგილსა და სახლის ასაშენებელ მასალას ქ. სენაკში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 8 აგვისტოს ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის რაიონული კრების პრეზიდიუმის თავმჯდომარედ ს. ჩოჩია აირჩიეს.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 9 აგვისტოდან თბილისში გამოვა საქართველოს სოც. დემ. მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოველკვირეული პოლიტიკურ-ეკონომიკური და ლიტ. გაზეთი „სოფლის მუშა“, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან: ალ. ლომთათიძე, ივ. გომართელი, სტ. ელიაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 9 აგვისტოს გაიმართა ქალაქის საბჭოს სხდომა ა. ლომთათიძის თავმჯდომარეობით, რომელზეც დაადგინეს ხოლერასთან საბრძოლველად გამოიყოს მილიონი მან.

1920

ტიპი: ავტორობა

სამხედრო მინისტრ გრ. ლორთქიფანიძის 1920 წლის 9 აგვისტოს ბრძანების თანახმად, სამხედრო უწყებაში მიწერ-მოწერა და საქმის წარმოება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე უნდა ყოფილიყო, რადგან საკმარისი დრო იყო, ვინც არ იცოდა ენა, შეესწავლა.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დაბეჭდილია განცხადება, რომ მექარხნე დავით კალანდაძის კანტორა (ვაგზლის ქ.N5) ყიდულობს მინის ჭურჭელს კონიაკისა და არყისთვის.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს რესპუბლიკის წარმომადგენლად პოლონეთში დაინიშნა ნაფიცი ვექილი სიდამონ-ერისთავი, პირველ მრჩევლად კი – ვლადიმერ ბაქრაძე.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 10 აგვისტოს „ერთობაში“ დაიბეჭდა მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე გრიგოლ ლორთქიფანის ბარათი ამერიკის ახლო აღმოსავლეთის დამხმარე კომიტეტის თავმჯდომარის, პოლკოვნიკ ჰასკელის მიმართ, რომელშიც მას მთავრობის სახელით მადლობას უხდის გაწეული მუშაობისთვის.