რეგისტრირებული ფაქტები89851
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფიო ივანეს ასული ფავლენიშვილი თამარ ვასილის ასულ ფავლენიშვილის დედა იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 9 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვასილ ივანეს ძე ფავლენიშვილი თამარ ვასილის ასულ ფავლენიშვილის მამა იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს ახალი ათონის სვიმონ კანანელის მონასტრის წინამძღვარმა შუამდგომლობა აღძრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ მონასტრისთვის ნება მიეცათ, გაეყიდა ქალაქ სოხუმში, მიხეილისა და ოლგას ქუჩაზე მდებარე მისი კუთვნილი მამული. საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს დასკვნის თანახმად შსს მინისტრმა თხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებლად მიიჩნია.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 12 აპრილს დიდუბის ეკლესიაში უდროოდ გარდაცვლილი თამარ ვასილის ასულ ფავლენიშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1-ელი აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ცნობით, მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭომ (ივანე ანდრონიკაშვილი, სოლომონ ჩოლოყაშვილი, გიორგი წინამძღვრიშვილი, ი. დ. ფორაქაშვილი) გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კახეთში თათბირები სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხის მოსაგვარებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 14 (20) აპრილს მდივანმა გიორგი ნიკიფორეს ძე მებუკემ და საქმისმწარმოებელმა დ. მესხმა ფოთის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნეს ყოფილი მასწავლებლის კლავდია კონსტანტინეს ასული ალექსეევას საბუთი N278.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა გიორგი წინამძღვრიშვილისა და სოლომონ ჩოლოყაშვილის მოხსენებები იმის შესახებ, როგორ შეიძლებოდა საქართველოს მევენახეობის ხსნა განადგურებისგან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ ნომერში გამოქვეყნდა მეღვინეობა-მევენახეობის ყრილობათა საბჭოს მიმართვა მიწათმოქმედების მინისტრისადმი. მიმართვაში მას უხსნიდნენ ქვეყნისთვის მევენახეობის მნიშვნელობას, საბჭოს მისიას და გეგმებს. მათ მინისტრს მთავრობასთან საბჭოს ფინანსურად დახმარების შუამდგომლობა სთხოვეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოს" ცნობით, საქართველოს მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს მდივნის მოვალეობის შესრულება გ. ა. ყიფიანის ნაცვლად სოლომონ მ. ჩოლოყაშვილს დაევალა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილის ჟურნალ „ვაზი და ღვინოში“ ი. ფორაქაშვილი იუწყება, რომ მეღვინე-მევენახეთა ყრილობათა საბჭოს საზოგადოება „კახეთმა“ 20000 მანეთი შესწირა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილს წინანდალში სოლომონ ჩოლოყაშვილმა და გ. წინამძღვრიშვილმა ჩაატარეს კრება, სადაც ისაუბრეს მეღვინე-მევენახეობათა ყრილობის საბჭოს შესახებ. მათ დაარსეს მევენახეობის სარაიონო საბჭო და წარმომადგენლად ვასილ ბერეჟიანი აირჩიეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 15 აპრილს თელავში ჩატარდა თათბირი, რომელიც ან. ყაზახაშვილმა გახსნა, მდივანი ე. კაკულია იყო. მეღვინე-მევენახეთა ყრილობის საბჭოს წევრებმა, გ. ა. წინამძღიშვილმა და სოლომონ მ. ჩოლოყაშვილმა წაიკითხეს მოხსენებები მათი საქმიანობის შესახებ და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს საბჭოს დებულების გეგმის უმთავრესი საფუძვლები.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 16 აპრილის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, პოლონეთის წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკი დაინიშნა პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო მისიის წევრად საქართველოში. მას საგანგებო საქმეთა გამგებლობა დაავალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 16 აპრილს, 5 საათზე, სოფ. მუკუზანში უნდა გამართულიყო საქართველოს მეღვინე-მევენახეთა საბჭოს თათბირი, რომელსაც დაესწრებოდნენ საბჭოს წევრები: პ. ავერკინი, კ. ნაკაშიძე, ალექსანდრე თომას ძე თუშმალიშვილი, გ. ნახუცრიშვილი, ნ. კ. მაკარაშვილი, ლ. ა. გოგნიაშვილი, ასევე მოწვეული სტუმრები.
1920
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს პროფესიულ კავშირთა ცენტრ. საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა 1920 წლის 17 აპრილის სხდომაზე დაამტკიცა მანდატები რუსეთში გასაგზავნი დელეგაციის წევრებისა გლეხებიდან: დას. საქართველოდან – სევ. ხვიჩია, აღმოსავლეთიდან – არჩილ არავიაშვილი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 17 აპრილს პედაგოგი, მწერალი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ ილიას ძე რცხილაძე გარდაიცვალა.

