რეგისტრირებული ფაქტები85122
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 3 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამხანაგობა „გლეხის“ მიერ გამოცემული სადღეგრძელოების კრებულის შეძენის მსურველებს ზესტაფონში მელიტონ გაჩეჩილაძისთვის უნდა მიემართათ.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 3 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ბარონის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იუჟნი ნომერას“ მეპატრონე ილია აბრამიშვილი სტუმრებს იაფ და გემრიელ ვახშამზე ეპატიჟებოდა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 26 ივნისს სოფელ შორაპანში გიორგი ი. კაპანაძემ რკინიგზის სადგურის უფროსის, ნ. ჩაიკოვსკის 5 წლის შვილი მდინარეში დახრჩობისგან იხსნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძმები, სულეიმან, ისმაილ და ჯგვატან ავიძბები დააკავეს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იმერეთის სოფ. ითხვისში დაიკარგა 15 წლის კოლა (ნიკოლოზ) სისოს ძე ნადირაძე, იოსებ ბეჟანის ძე წერეთლის მოჯამაგირე.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 ივლისს თბილისის გამგეობაში გოლოვინის პროსპექტზე მდებარე ლ. ა. კამოცკის კუთვნილი აფთიაქის იჯარით გაცემა იყო დაგეგმილი.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის მოურავი გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი ერთთვიან შვებულებაში იმყოფებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ივნისს თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლი კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი სანკტ-პეტერბურგში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს ესტუმრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 2 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისში უგზო-უკვლოდ დაკარგული მწერლისა და მთარგმნელის, ივანე მაჩაბლის სამძებრო სამუშაოები შვიდი დღის მანძილზე უშედეგოდ მიმდინარეობდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 2 ივლისს „ცნობის ფურცელში“ ივანე სოლომონის ძე მჭედლიძე ნათესავებსა და ოჯახის ახლობლებს თამარ ქართველიშვილის გარდაცვალების შესახებ ატყობინებდა, რომლის სამოქალაქო პანაშვიდი დიდუბის ეკლესიაში შედგებოდა.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი თამარ სოლომონის ასული ქართველიშვილი გარდაიცვალა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 31 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მომრიგებელი მოსამართლე ლევან იაკობის ძე მღებრიშვილი თბილისის უმცროსი ნოტარიუსის თანამდებობაზე დაინიშნა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ თარხან-მოურავი ივლიტა დიმიტრის ასულ თარხან-მოურავისას სიძე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თებრონია იორამის ასული თარხან-მოურავი ივლიტა დიმიტრის ასულ თარხან-მოურავისას მული იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ელენე თარხან-მოურავისა ივლიტა დიმიტრის ასულ თარხან-მოურავისას რძალი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ თარხან-მოურავისა ივლიტა დიმიტრის ასულ თარხან-მოურავისას რძალი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნინო თარხან-მოურავისა ივლიტა დიმიტრის ასულ თარხან-მოურავისას რძალი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თამარ თარხან-მოურავისა ივლიტა დიმიტრის ასულ თარხან-მოურავისას რძალი იყო.