საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85126

1867

ტიპი: ღონისძიება

1967 წლის 16 აპრილს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა განკარგულებით გააუქმა ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის თანამდებობა და მის ნაცვლად სამხედრო გუბერნატორის პოსტი დააარსა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე თბილისის გუბერნიის მარშლის მიერ წარმოდგენილ ბანკის დამფუძნებელ პროექტს ალექსანდე ზუბალაშვილმა მხარი არ დაუჭირა.

1867

ტიპი: ღონისძიება

1867 წლის 6 მაისს თავადაზნაურობის შეკრებაზე თბილისის გუბერნიის მარშლის მიერ წარმოდგენილ ბანკის დამფუძნებელ პროექტს გიორგი ანდრონიკაშვილმა მხარი არ დაუჭირა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით, თბილისის რეალური გიმნაზიის მმართველი იოსებ პენჩინსკი სახელმწიფო საბჭოს მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის საპატიო წევრად აირჩია.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ ამიერკავკასიის მმართველობის დირექტორი გაბრიელ სულხანიშვილი კოლეგიის მრჩევლად დანიშნა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ ნუხის მაზრის მკურნალი მიხეილ სულხანიშვილი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ თბილისის მაზრის მსაჯული გაბრიელ ღვინიაშვილი კოლეგიის მდივნად დანიშნა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს კავკასიის მეფისნაცვლის მმართველობის მოხელე პავლე მელიქ-ბეგლაროვი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ მეჟევის კომისიის სამსჯავროს წევრი ნიკოლოზ ზუბალოვი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის ყოფილი მმართველი ნიკოლოზ აბაშიძე კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ თბილისის გენერალ-გუბერნატორის კანცელარიის უფროსი საქმისმწარმოებელი ლევან ბარათაშვილი სასამართლოს მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 21 აპრილს სახალხო სახლში თბილისის ქართულ დრამატულ დასს მიხეილ ქორელის რეჟისორობით ბარის ოთხმოქმედებიანი პიესა „ნაპოლეონ და ჟოზეფინა“ უნდა წარმოედგინა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში იაკობ შევარდნაძემ აკაკი წერეთლის სახელობის სამეურნეო სკოლის ფონდს სხვიტორში მანეთი შესწირა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს სიმონ ივანეს ძე ნადარეიშვილმა ქვალონის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 აპრილს სახალხო სახლში პოეტმა ბარბარე ისაკის ასულ ხოსიტაშვილმა სალიტერატურო-დრამატული დილა გამართა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივ. მახარაძემ თბილისში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სახელობის საკომერციო სასწავლებელი დაასრულა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 6 აპრილს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „სამშობლო“ შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 აპრილს დეპუტატთა საკრებულოში აკაკი წერეთლის დამკრძალავი ბიუროს კრება გაიმართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 5 აპრილს სახალხო სახლში გამართული წარმოდგენის „მეეტლე ჰანშელი“ შესახებ.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ი. ხუციშვილმა თბილისში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სახელობის საკომერციო სასწავლებელი დაასრულა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ალექსანდრე ძაძამიამ შრომის სამკითხველოს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 22 თებერვალს ხაშურის დრამატულმა წრემ ნიკო გოცირიძის მონაწილეობით სამმოქმედებიანი კომედია „კრეჩინსკის ქორწინება“ წარმოადგინა.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დ. გურგენიძემ თბილისში იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სახელობის კომერციული სასწავლებელი დაასრულა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის მარტში ნინო ყიფიანისამ ახალი ყოველთვიური ჟურნალის, „ცისკრის“ გამოცემა გადაწყვიტა.