რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 აპრილს ხაშურის ქართულმა დრამატულმა წრემ წარმოადგინა ბელოის „უმუშევარნი“ ნანა ყაჭეიშვილის, ქეთევან კალაძის, მ. კვალიაშვილის, ნ. სიხარულიძის, ვასილ ხოზბერაშვილის, დ. ძნელაძის და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 აპრილს სახალხო სახლში წარმოადგინეს ჰაუპტმანის „მეეტლე ჰანშელი“ ალექსანდრე იმედაშვილის, ნიკოლოზ გოცირიძის, სოსო რომანიშვილის, ვ. ნინიძის, გრიგოლ ანაშვილის, ელენე ციმაკურიძის, შაქრო გომელაურისა და სხვ. მონაწილეობით.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ტრ. დუდუჩავამ ბაქოს სამხატვრო-სალიტერატურო წრეს თავისი ხარჯით მთელი წლით გამოუწერა ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 მარტს ბაქოში გამართულ ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინეს“ ლიტერატურულ გასამართლებაში მონაწილეობდნენ შალვა დადიანი, ალექსანდრე სამსონის ძე ლანდია, ალფეს ცისკარიძე, ლ. მენაბდე-ვაჩეიშვილი და სხვ.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის სამკურნალო ნაწილის შტატგარეშე თანამშრომელს გაბრიელ ფონდოევს საპატიო მრჩევლის წოდება მიანიჭა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ შორაპნის ექიმს ნიკოლოზ ჩიგიანოვს საპატიო მრჩევლის წოდება მიანიჭა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ სამეგრელოს, სვანეთისა და სამურზაყანოს თავადაზნაურობის კომისიის უფროს მთარგმნელ-რეგისტრატორ ალექსანდრე ჭოღოშვილს საგუბერნიო მრჩევლის წოდება მიანიჭა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს საკანცელარიოს მოხელე მიხეილ არღუთინსკი-დოლგორუკოვი კოლეგიის რეგისტრატორის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის მეფისნაცვლის საკანცელარიოს მოხელე ივანე ყორღანოვი კოლეგიის რეგისტრატორის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ ამიერკავკასიის მმართველობის დირექტორი დიმიტრი მგალობლიშვილი კოლეგიის მდივნის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ თბილისის სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამსჯავროს მდივანბეგი იოსებ ციციშვილი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ კავკასიის მეფისნაცვლის მმართველობის უფროსი ზედამხედველი გრიგოლ ბებუთოვი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: თანამდებობა
1867 წლის 16 სექტემბერს მეფისნაცვლის სამმართველომ მესამე მეჟევის სამსაჯულო კომისიის თავმჯდომარე გაბრიელ ხატისოვი კოლეგიის მრჩევლის თანამდებობაზე დანიშნა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 29 სექტემბერს მონასტირცევმა და ტერ-აკოფოვმა თბილისში გახსნეს კერძო სასწავლებელი, რომელიც ხარისხით გიმნაზიას უტოლდებოდა.
1867
ტიპი: ღონისძიება
1867 წლის 4 მაისს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის კრებამ ალექსანდრე ზუბალოვი აირჩია გორის მაზრიდან საზოგადოებრივი ბანკის დამფუძნებელი კომიტეტის წევრად.

