საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86479

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წელს ვანის ურარტული ლურსმული წარწერების შესასწავლად მიმავალი კარლ ლემან-ჰაუპტი 6 თვით თბილისში დარჩა.

1929

ტიპი: ღონისძიება

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ნაშრომის „ზარზმელის ცხოვრების“ აღმოჩენის შესახებ წერდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 14 აპრილის გაზეთ „დროების“ ცნობით ანტონ ფურცელაძე გიორგი წერეთლის წერილების გამოქვეყნებას აპირებდა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 25 თებერვალს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა რედაქციის საპასუხო წერილი პეტრე ჩარექოვის კორესპონდენციაზე გეგუთი-ქუთაისის სარკინიგზო ხაზის შესახებ.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წლის 30 ოქტომბერს მოსე ჯანაშვილი ავტობიოგრაფიაში მის მიერ შედგენილი ნაშრომის „Грузины и Магометяне“ შესახებ წერდა.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 6 აპრილს გაზეთ „დროების“ ცნობით ოქროყანაში სულხან სულხანიშვილის სახლი ქირავდებოდა.

1870

ტიპი: ავტორობა

1870 წლის 2 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის კორესპონდენცია „გორის უეზდიდამ“ განათლებისა და სხვა საზოგადო სიკეთეების გავრცელების ხელშემშლელი ჭორაობისა და მოენეობის მავნე ტრადიციის შესახებ.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 21 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ალექსი კვალიაშვილისა და ნიკოლოზ ყიფიანის ერთობლივი განცხადება, რომლითაც ისინი დაინტერესებულ პირებს სადავო და სამსჯავრო საქმეების წარმოებას სთავაზობდნენ სასამართლოს ყველა ინსტანციაში.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 6 ივლისის „დროების“ ცნობით, ქიზიყში მოუსავლიანობით დაზარალებული გლეხების დასახმარებლად პეტერბურგიდან გიორგი ორბელიანმა 24, ხოლო ვანო მაჩაბელმა 3 მანეთი შესწირეს.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 16 მარტის „დროების“ ცნობით, უამინდობის გამო უმოსავლოდ დარჩენილი ქიზიყელების დასახმარებლად გორიდან ექიმმა სააკოვმა 25, ხოლო მღვდელმა მანსვეტოვმა 15 მანეთი შესწირა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1884 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის პერიოდში თედო სახოკია ამავე შენობაში განთავსებულ პანსიონში ცხოვრობდა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 29 ნოემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წესდებაში შეტანილი ცვლილებები მიხეილ მამაცაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 3 ნოემბრის „დროების“ ცნობით, ალექსანდრა პომერანცოვამ ქუთაისში ქალთა დაწყებითი სასწავლებელი დააარსა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 3 ნოემბრის „დროების“ ცნობით, დარია ანტონოვამ თბილისის კლასიკურ გიმნაზიას და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელს ორი სახლი უანდერძა.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს თედო სახოკია გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის „ივერიის“ 56-ე ნომერში დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „ობისა და ნაცრის წამლობის შესახებ“.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წელს ნინო ტატიშვილი-ყიფიანისა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში გაწევრიანდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

ნინო ტატიშვილი-ყიფიანისამ ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1895 წელს.

1048

ტიპი: გარდაცვალება

1948 წლის პირველ იანვარს გარდაიცვალა ნინო ტატიშვილი-ყიფიანისა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 30 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, თეოფილე კობეშავიძემ ახალციხის ქალთა სკოლას რუსული ენის სახელმძღვანელოები გადასცა.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 30 ივნისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში გაზეთის განოწერის მსურველებს სიმონ მესხისთვის უნდა მიემართათ.

1872

ტიპი: ღონისძიება

1872 წლის 2 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, ოზურგეთის სკოლების მასწავლებელთა შეკრებაზე ქუთაისის სკოლების ინსპექტორმა, ვიქტორ ტროიემ, რამდენიმე ლექცია წაიკითხა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილის „დროების“ ცნობით, გამოიცა და 30 კაპიკად იყიდებოდა მ. დ. როტინიანცის ქართულ-ფრანგული ლექსიკონი.

1872

ტიპი: გარდაცვალება

1872 წლის 6 თებერვალს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ახალციხის მაზრის მოსამართლე გ. მაღალაშვილი გარდაიცვალა.

1872

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 7 აპრილს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის წერილი რედაქტორისადმი, ჟურნალ „მნათობში“ ანტონ ფურცელაძის დაბეჭდილი სტატიის შესახებ.