საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89879

1875

ტიპი: თანამდებობა

1875-1917 წლებში ისიდორე ნიკოლოზის ძე დევდარიანი საბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წელს მიხეილ თომას ძე მებურიშვილი სალომინაოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წელს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ პირველად გამოიცა.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875-83 წლებში პარმენ ფარსადანის ძე წერეთელი სხვიტორის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წელს სიმონ იოაკიმის ძე ფერაძე უბისის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წელს იოსებ ეგნატეს ძე მაჭავარიანი ხარაგაულში ფაქუთის მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875-79 წლებში კონსტანტინე (კოზმან) სიმონის ძე ნიჟარაძე ქვილიშორის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875 წელს გიორგი მარკოზის ძე დეკანოსიძე ღარიხევის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875-87 წლებში დავით ბესარიონის ძე ღამბაშიძე ცხრაწყაროს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875-86 წლებში რომანოზ გაბრიელის (გიორგის) ძე ხაჩიძე ხევიჯვრის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875-79 წლებში არისტობულო ნიკოლოზის ძე კიკვაძე ხორითის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1875

ტიპი: თანამდებობა

1875-1876 წლებში მოსე ჯანაშვილი მინა პეტრიაშვილის პანსიონში გამგედ მუშაობდა.

1875

ტიპი: მფლობელობა

1875-1876 წლებში მინა პეტრიაშვილი პანსიონს ფლობდა თბილისში.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო იოსების ძე ლომოურმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და კიევის აკადემიის ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

1875

ტიპი: ავტორობა

1875-1881 წლებში კიევის აკადემიაში სწავლის დროს ნიკო იოსების ძე ლომოურის წერილები „დროებაში“ იბეჭდებოდა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წელს კიევის სამხედრო გიმნაზიიდან მშობლიურ სოფელში დაბრუნებულ დავით კლდიაშვილს მთელი სოფელი შეეგება.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს კიევის სამხედრო გიმნაზიიდან მშობლიურ სოფელში დაბრუნებულ დავით კლდიაშვილს ქართული საერთოდ დავიწყებული ჰქონდა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წელს დავით კლდიაშვილმა კიევის სამხედრო გიმნაზიაში დაბრუნებისას ქართული წიგნები წაიღო რათა ქართული გაეხსენებინა.

1875

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1875-1880 წლებში დავით კლდიაშვილმა გაიცნო ნიკო ლომოური, რომელიც მაშინ კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა.

1875

ტიპი: ავტორობა

1875 წელს გამოსცეს დავით სოლომონის ძე გივიშვილის ლექსების კრებული „მგოსანი“.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 6 იანვარს თადეოზ ზაალის ძე გურამიშვილი გარდაიცვალა. ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში იყო, ამიტომ სიმამრის დაკრძალვას ვერ დაესწრო.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 8 იანვარს სოფ. დიდი ჯიხაიშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელ ნიკოლოზ მარკოზის ძე ლეჟავა გარდაიცვალა.

1875

ტიპი: გარდაცვალება

1875 წლის 19 იანვარს სოფ. ბარსაჯავახოს ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ დავითის ძე ხაბეიშვილი გარდაიცვალა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 28 იანვარს ილია ჭავჭავაძე სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელ წევრთა სხდომას დაესწრო, რომელზეც ბანკის წესდების საკითხები განიხილეს.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლის 29 იანვარს ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ეტლია ბებურიშვილის მონაწილეობით კავკასიის მუსიკალური საზოგადოების დარბაზში სალიტერატურო საღამო გაიმართა.