საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები86437

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ერთობაში“ დაიბეჭდა სილიბისტრო ბესარიონის ძე ჯიბლაძის (ფსევდონიმით მოხუცი) წერილი „ფრონტიდან, ომი თუ ლხინი“, რომელშიც ავტორი აღნიშნავდა, რომ ქართველები რუსეთის ჯარის შემოსვლას არ შეეგუებოდნენ, „ჩვენ ნამდვილი მამულის შვილები გვყავს- გაწყდებიან, მაგრამ მის დამღუპველს მაინც არ დაემონებიან“.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთის „ერთობა“ მიხედვით, გენერალ-გუბერნატორ ბენიამინ ჩხიკვიშვილის N19 ბრძანებით, შალვა ნიკოლოზის ძე მაღლაკელიძე აფხაზეთის ოლქის გენერალ-გუბერნატორის თანაშემწედ დანიშვნის გამო გენერალ-გუბერნატორის თანაშემწის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ერთობის“ ცნობით, გენერალ-გუბერნატორ ბენიამინ ჩხიკვიშვილის N20 ბრძანებით, შინაგან საქმეთა კანცელარიის დირექტორი სიმონ პეტრეს ძე გეგელაშვილი გენერალ-გუბერნატორის თანაშემწედ დაინიშნა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ერთობა“ წერდა, რომ გორიდან გაბუნია და ქავთაძე იტყობინებოდნენ, რომ ხალხი თავისი ინიციატივით აგროვებდა ფრონტზე გასაგზავნ სურსათს, მოხალისეები „თხოულობენ ჩქარა იქმნან გაგზავნილი ბრძოლის ველზე. ოსებიც აცხადებენ ბრძოლის ველზე წასვლის სურვილს“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთში „ერთობა“ დაიბეჭდა ზუგდიდიდან გამოგზავნილი ლეო შენგელაიას წერილი, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ „ხალხი, განურჩევლად მდგომარეობისა მზადაა შესწიროს სიცოცხლე და ქონება სამშობლოს თავდაცვას“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 თებერვლის გაზეთში „ერთობა“ ჭიათურის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანტონის ძე ანთელიძე წერდა, რომ ყველაგან გროვდებოდა სურსათი და ფული ფრონტისთვის, „ხალხი მზადაა გაიმარჯვოს ან მოკვდეს“.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვლის „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს: თინათინ თარალაშვილმა და ვარა თაბუაშვილმა 1500-1500 მანეთი, აგრაფინა ბაბუნაშვილისამ, სონა ჯანაშვილისამ, ვარა ნონიევისამ, ნინო ვახტანგოვისამ და ლიზა მელიქიშვილისამ 2000-2000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვლის „ერთობის“ ცნობით, გაზეთის რედაქციას ფრონტის ფონდისთვის თანხა გამოუგზავნეს: დავით იაგორის ძე კალანდაძემ და სილოვან ბაბუნაშვილმა 500-500 მანეთი, იოსებ თარალაშვილმა, აქვსენტი ჯანგველაძემ, იოსებ მელიქიშვილმა და დათიკო ვახტანგოვმა - 3000-3000 მანეთი, ხოლო თაბუაშვილმა - 2000 მანეთი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვალს გენერალმა ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა გენშტაბს შეატყობინა, რომ ბოლშევიკების ცხენოსანთა ჯარი კოჯრის მხრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიიწევდა და იქიდან თბილისში შესვლას შეეცდებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვალს სამხედრო საბჭოს მთავარსარდალმა გიორგი კვინიტაძემ კოჯრის მიმართულებით მზვერავი რაზმი გაგზავნა, რათა შეემოწმებინა, ბოლშევიკები თბილისს ხომ არ უახლოვდებოდნენ. მზვერავებმა ამ მიმართულებით მტერი ვერ ნახეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვალს ქართული ჯარი გიორგი კვინიტაძის მეთაურობით ბოლშევიკებთან საბრძოლველად ხაშურში განლაგდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვალს გამართული თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე იყო ნოე ჟორდანია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25-26 თებერვალს გიორგი კვინიტაძემ ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად არდაგნის რაიონში, ოსმალეთის საზღვართან, დაყენებული ორი პოლკი მოხსნა და ხაშურში ჩამოიყვანა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვალს სამხედრო საბჭოს მხედართმთავარმა გიორგი კვინიტაძემ თავდაცვის საბჭოს შესთავაზა, თბილისი დაეტოვებინათ, მცხეთამდე დაეხიათ და იქიდან ჩაეკეტათ მტრისთვის გზა. საბჭომ კვინიტაძის წინადადება მიიღო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 თებერვალს იუნკრებს – ნიკოლოზ მათიკაშვილს, გიორგი ლომკაცს და მელიქ სომხიანცს დაევალათ, გვარდიელთა ათასეულის უფროსისთვის უკან დახევის ბრძანება გადაეცათ და შემდეგ თბილისის გავლით მცხეთაში ჩასულიყვნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 თებერვალს კიაზიმ დირიქმა კიაზიმ ყარაბექირს ქუთაისიდან ტელეგრაფით აცნობა, რომ 25 თებერვალს ბოლშევიკებმა თბილისი დაიკავეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის პირველ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქ.) გამართულ ხელოვანთა კრებაზე პაოლო იაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს სურდა, ხელოვანთა სასახლის დასაარსებლად საქართველოს მწერალთა კავშირისათვის გადაეცა აკაკი ხოშტარიას სახლი ინვენტარიანად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საკავშირო კომუნისტური პარტიის ცეკას მდივნის, ლ. დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას მენშევიკების მთავრობასთან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართული მოლაპარაკება ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, გაიმართა ხელოვანთა კრება აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე), რომელსაც დაესწრო კონსტანტინე მაყაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გაიმართა ხელოვანთა კრება, რომელსაც დაესწრო ზაქარია ფალიაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გაიმართა ხელოვანთა კრება, რომელსაც დაესწრო კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გამართულ ხელოვანთა კრებას დაესწრო კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გამართულ ხელოვანთა კრებას კონსტანტინე ანდრონიკაშვილი დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქუჩაზე) გამართულ ხელოვანთა კრებას კონსტანტინე ანდრონიკაშვილი დაესწრო.