საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85175

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 2 ივნისს ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილი ქუთაისში გაემგზავრა.

1952

ტიპი: თანამდებობა

1952 წელს იოსებ ლომოური არბოს მღვდელი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „ნიკო იოსების ძე ლომოური“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ვახტანგ კოტეტიშვილის წერილის „შავი წიგნი“ (შ. არაგვისპირელის შემოქმედება) IV ნაწილი.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ნიკო იოსების ძე ლომოურმა თბილისის სასულიერო სემინარია დაამთავრა და კიევის აკადემიის ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დაჭრილი ოფიცერი იასონ შიოს ძე ჩიხლაძე თბილისში, მიხაილოვის საავადმყოფოში, მკურნალობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო იოსების ძე ლომოურის ფოტოსურათი.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ვანო ნანიშვილმა მოსკოვში, თეატრ „მაქსიმში“, ლეკური იცეკვა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის ფოტოსურათი.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 26 აპრილს ნიკო იოსების ძე ლომოური გორში, სამების ეკლესიის ეზოში, დაკრძალეს.

1881

ტიპი: თანამდებობა

1881 წელს ნიკო იოსების ძე ლომოური თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად მიიწვიეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკო იოსების ძე ლომოურის, მათე კერესელიძის, სოფრომ მგალობლიშვილისა და სხვ. ჯგუფური ფოტოსურათი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ლადო დარჩიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დარია ახვლედიანის სტატია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 მაისს ბორჯომში თამარობის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე მსახიობ ვასო ალექსის ძე აბაშიძის პატივსაცემად ქართული სუფრა გაშალეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის აგვისტოში მოსკოვში ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათშვილის სცენაზე მოღვაწეობის 20 წლის იუბილე აღნიშნეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი სახალხო სახლში გამართული „ახალი ძალის“ შესახებ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, რეჟისორ ალექსანდრე რაჟდენის ძე წუწუნავას ალექსანდრე ივანეს ძე სუმბათაშვილთან ერთად ზამთარში მოსკოვის მცირე თეატრში უნდა ემუშავა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 მაისს მსახიობი ქეთევან კალაძე თამარობის აღსანიშნავად გამართულ საღამოზე ხაშურიდან ბორჯომში იყო მიწვეული.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 5 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სიო ნიკოლოზის ძე კალანდაძის ლექსი „საბრალო დათია“.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წლის აპრილში ჭოლა ლომთათიძეს საქართველოში დაბრუნების უფლება მისცეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 26 აპრილის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დავით ჩხეიძის მოთხრობის „მხატვარი ვანო“ II ნაწილი.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 22 მაისს ახალი კლუბის დარბაზში ქრისტეფორე კაპანაძემ წაიკითხა ლექცია ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს გრიგოლ აბაკელიამ ქართულად თარგმნა პიესა „ქრისტიანობის განთიადზე“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 27 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ივანე ჯავახიშვილს ქართველ ხელოვანთა საზოგადოების სასარგებლოდ უნდა წაეკითხა ლექცია ქართული ხელოვნების შესახებ.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 12 აპრილს ავლაბრის სახალხო თეატრში წარმოადგინეს „დღენი ჩვენი ცხოვრებისა“ სააკოვისას, კავთელის, იოსებ ჟივიძის, რომანოზ სალაყაიას, მ. სულთანიშვილის, ალექსანდრე თავდგირიძისა და სხვ. მონაწილეობით.