რეგისტრირებული ფაქტები85184
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აკაკი რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის ვაჟი იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ ქაიხოსროს ასული რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის მეუღლე იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ბენო რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის ვაჟი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ფოთის ქალაქისთავი ნინო ნიკოლაძე პორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად პეტერბურგში გაემგზავრებოდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 16 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის ოლქის სასამართლოს განსახილველად გადაეცა გიორგი სულხანის ძე ამირაღოვის საქმე, რომელმაც გორის რკინიგზის სადგურის დარბაზში მაზრის უფროსს, ი. ი. დრაჩევს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 16 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მეურნეობის ინსპექტორი ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი საფილოქსერო დასის და ინსტრუქტორების მუშაობის შესამოწმებლად კახეთში მიემგზავრებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსულ-ქართული ენციკლოპედიური ლექსიკონის გამოწერის მსურველებს ივანე პავლეს ძე როსტომაშვილისათვის უნდა მიემართათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 12 ივლისს თბილისის მოურავის მოადგილე ივანენკომ ქალაქის სამასწავლებლო კომისიის წევრებთან ერთად ის სახლები მოინახულა, სადაც ახალი სკოლების გახსნა იყო განზრახული.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასამართლო განმეორებით შეისწავლიდა თავად კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონის მიერ ვექილ კ. პლიუშჩევსკის წინააღმდეგ აღძრულ საქმეს, რომელიც მომჩივანის მტკიცებით, მისი ოჯახისგან 99000 მანეთის გამოძალვას ცდილობდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 ივლისს გენერალ-ლეინტენანტმა ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ფრეზემ თბილისში რამდენიმე სამუშაო თათბირი გამართა და საღამოს კოჯრის რეზიდენციაში დაბრუნდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 ივლისს 40 ხმით 13-ის წინააღმდეგ იაკობ გიორგის ძე ჩიმაკაძე ქუთაისის სამოქალაქო გამგეობის წევრად აირჩიეს.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 16 სექტემბრის „დროების“ ცნობით, სიონის ტაძარში წირვის დროს გურულებისა და ვასილ კარბელაშვილის საგალობლებს გალობდნენ.
1878
ტიპი: თანამდებობა
1878 წლის 12 სექტემბრის „დროების“ ცნობით, ვლადიმერ ლევაშოვი ოდესის ქალაქისთავი იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 7 სექტემბრის „დროების“ ცნობით, გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში რაფიელ ერისთავის მოთხრობა „ნინო“ იყიდებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ივნისს სოფელ ნიკორწმინდაში რაჭის მაზრის ქალთა სასწავლებლის სასარგებლოდ მოყვარულმა მსახიობებმა ვალერიან გუნიას „არც აქეთ, არც იქით“, გიორგი ერისთავის „დავა“ და მიხეილ ლერმონტოვის „ორი ძმა“ წარმოადგინეს.