საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82256

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლისა შალიკაიშვილმა ოზურგეთის ბიბლიოთეკას 3 მანეთის ღირებულების წიგნები შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 7 ივლისს თბილისიდან 15 ვერსის მანძილზე, მდინარე ლოჭინის მახლობლად, შეიარაღებულმა ყაჩაღებმა ა. პ. ბახმეტოვის მსახურები გაძარცვეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე ლაზარევის ინგლისურმა ცხენებმა მოსკოვის საზაფხულო დოღზე 18 392 მანეთი მოიგეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გენერალი ფიოდორ ჯ. გერშელმანი სამუშაო მივლინებით ყირიმში იმყოფებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 12 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წმინდა სინოდმა ეპისკოპოსი კირიონი შუამთისა და ალავერდის მონასტრების მეურვედ დანიშნა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 4 ივლისს თიანეთის მახლობლად მოწყვეტილმა თიხნარმა მეწყერმა ქვრივი ქეთევან მოსახლიშვილი და მისი 15-16 წლის ქალიშვილი იმსხვერპლა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 9 ივლისს თბილისის სადგურის კონდუქტორმა კონსტ. კობიაშვილმა იმავე სადგურის მეისრე მიხ. კოწიაშვილი დანით მოკლა.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 6 მარტს სოფელ აკეთში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძეს დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის მარტში სოფელ აკეთში გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კუკური თოხაძე სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძის ძმისშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ესე თოხაძე სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძის ძმისშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ილიკო თოხაძე სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძის ძმისშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მართა თოხაძისა სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძის რძალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სამსონ მაქსიმეს ძე თოხაძე სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძის ძმა იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს ბაგრატ გიორგის ძე ჟღენტი გენერალი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ასინეთი გიორგის ძე ჩხიკვიშვილისა გენერალ ბაგრატ გიორგის ძე ჟღენტის და იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 5 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალფეს მაქსიმეს ძე თოხაძე სერაპიონ მაქსიმეს ძე თოხაძის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 4 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კონსტანტინე დავითის ძე ლორთქიფანიძე ვექილ დავით არჩილის ძე ლორთქიფანიძის შვილი იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 4 მარტს ნინო (ცუცა) პეტრიაშვილი-ბახტაძეს საკუთარი ბინიდან (ივანოვის ქუჩა, ქიქოძის სახლი) გამოასვენებდნენ და საფიჩხიის სასაფლაოზე დაკრძალავდნენ.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 29 თებერვალს ქუთაისში ხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ნინო (ცუცა) პეტრიაშვილი-ბახტაძე.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დიმიტრი სოლომონის ძე ნანობაშვილი სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მიხეილ სოლომონის ძე ნანობაშვილი სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილის შვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დიმიტრის ასული ნანობაშვილისა სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 2 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ვასილ ლევანის ძე ნანობაშვილი სოლომონ ლევანის ძე ნანობაშვილის ძმა იყო.