რეგისტრირებული ფაქტები89996
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი თელავის ვაჟთა გიმნაზიიდან სხვა სამსახურში გადავიდა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის სექტემბერში გარდაიცვალა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში გიორგი ვასილის ძე გამზარდია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში ოლღა ხოფერია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საპატიო წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში ანდრია ჯიქია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების საბიბლიოთეკო სექციის წევრი იყო.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში გიორგი კალანდარიშვილი და ნიკოლოზ შონია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიის მომწყობი სექციის წევრები იყვნენ.
1920
ტიპი: ორგანიზაცია
1920 წლის სექტემბერში ირაკლი კალანდარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრად აირჩიეს.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ დრამატული საზოგადოების გამგეობა და დირექცია საზოგადოებას აუწყებდა, რომ 1-ელ სექტემბერს ნატო გაბუნია-ცაგარელის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნავ პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის გაზეთ 31 აგვისტოს გაზეთ „საქართველოში“ მსახიობთა კავშირის საბჭო საზოგადოებას აუწყებდა, რომ 1-ელ სექტემბერს ნიჭიერი მსახიობის, ნატო გაბუნია-ცაგარლის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნავად პანაშვიდს ქაშვეთის ეკლესიაში გადაიხდიდნენ.

