რეგისტრირებული ფაქტები89432
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 27 სექტემბერს დავით გარეჯის მონასტრის სამილიციონერო ცხენოსან რაზმსა და მონასტრიდან 2-3 ვერსის დაშორებით ჩასაფრებულ თათრებს შორის სროლის დროს დაიღუპა რაზმის მილიციელი დავით ბართაია.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 27 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს აცნობეს, რომ რუსული ენის მასწავლებელი ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი 1-ელი სექტემბრიდან სხვა სამსახურში გადავიდა.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 27 სექტემბრის სინდიკალისტთა გაზეთში „ლე პეპელ“ (N266) დაიბეჭდა 3 449 მუშის მოწოდება, რომელსაც დართული ჰქონდა სინდიკალისტთა ერთ-ერთი მეთაურის, მერჰეიმის წერილი. მასში ჩამოთვლილია ქართველ პატიმართა გვარები, წერს 5 ივლისს სტალინის შერცხვენაზე მუშებისგან, ემხრობა დე ბრიუკერის წერილს (დაიბეჭდა „თავისუფალი საქართველოს“ 1921 წ. N11-ში) და დასძენს: ნუთუ ყველა პარტია დაუყოვნებლივ არ გამოუცხადებს პროტესტს მოსკოვის კომისრებს ასეთი „მოღვაწეობისთვის“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა წერილი ხონის რაიონის გამომძიებლის, გერასიმე ხაჟომიას პროფესიული არაკეთილსინდისიერების შესახებ. საქმით დაინტერესებულმა პირებმა საჩივარიც გაუგზავნეს დამფუძნებელი კრების წევრ ვლასა მგელაძეს, მაგრამ ხაჟომია ისევ თანამდებობაზე დარჩა. ისინი იუსტიციის მინისტრს საკითხის გამოკვლევას სთხოვდნენ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 28 სექტემბერს სანდრო ცირეკიძემ სერგო კლდიაშვილს წერილი გაუგზავნა, რომელშიც „მშვილდოსნის“ სრული ლიკვიდაცია და შედეგების გამოგზავნა სთხოვა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 29 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შრომის სამინისტრომ არამიანცს წინადადება მისცა, გაეთავისუფლებინა შენობა, რომელიც მინიონს ეკავა. არამიანცის შუამდგომლობა ჩამორთმეული სახლიდან (რუსთაველის ქ.N17) კინემატოგრაფისთვის დაეთმოთ შენობა, უარყვეს, რადგან ქალაქის საბჭოს ცნობით, მას თბილისში სხვაგანაც ჰქონდა მამულები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ახალციხის მაზრაში ერობას მიეცა იჯარით სერვერ ბეგის მამულები. ერობის მოღვაწეობა მაჰმადიან მცხოვრებლებთან დამოკიდებულების გასაუმჯობესებლად ბრწყინვალედ მიმდინარეობს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბერს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს უფლება მისცეს ყოფილი მასწავლებელ ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვისთვის სასწავლებლის სპეციალური თანხიდან ერთდროული დახმარების სახით 4000 მანეთი გამოეწერა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ მოსამსახურე პირებმა საზოგადოებას შეშის შესაძენად ერთდროულ დახმარებად თითოეულისთვის 10 000 მანეთი სთხოვეს. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, იპოლიტე ვართაგავა, კირილე ნინიძე, სეით იაშვილი და მეთოდე კაკაბაძე თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების ბალანსი 8 887 926. 69 მანეთი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ოლღა ჭავჭავაძის მზრუნველობა ნინო ნაკაშიძეს დაავალეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ აგვისტოში საზოგადოების შემოსავალი 1 052 282. 52 მანეთი იყო, გასავალი – 972 131. 73 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს თევდორე კიკვაძის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის სამაზრო ერობის სასკოლო განყოფილების თხოვნა 200 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ ორი თვით 100 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს რკინიგზის კულტურის სექციის თხოვნა წიგნების 20%-იანი ფასდაკლებით დათმობის შესახებ. გამგეობამ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 29 სექტემბერს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება ფანქრებისა და კალმების შესაძენად სესხის აღების შესახებ. გამგეობამ პრეზიდიუმს ორი თვის ვადით 10 მილიონამდე სესხის აღების ნება მისცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 30 სექტემბერს თბილისში ჩამოსულ გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, მარქსიზმის თეორეტიკოსს, კარლ იოან კაუცკის ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, კონსტანტინე საბახტარიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და დამფუძნებელი კრების სხვა წევრები დახვდნენ.

