საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85194

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნინა და სონია ჩხეიძეებმა და ელენე ლორთქიფანიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს 6 მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვარლამ ბ. ლორთქიფანიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილიკო ბ. ლორთქიფანიძემ, დარისპან ი. დარსაველიძემ, ნესტორ ალექსის ძე ჩხეიძემ, ლევან გ. ჭილაძემ და ოლღა კორძაიამ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს თითოეულმა მანეთნახევარი მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბესარიონ ნიკოლოზის ძე ჩომახიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს 4 მანეთი და 50 კაპიკი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მანუჩარ ქ. ლორთქიფანიძემ, დავით ბ. დევიძემ, ბაბილინა წულუკიძემ და დესპინა გიორგის ასულმა ჩხეიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს თითოეულმა მანეთნახევარი შესწირეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო ბ. ჩხეიძემ, ივანე ვ. დიდიძემ და ნატაშა ნიჟარაძისამ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს 3-3 მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კოტე კ. ლორთქიფანიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს 3 მანეთი და 17 ქართული წიგნი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრა მიხეილის ასულმა ღვაბერიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს 5 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს მმართველის, პოლიკარპე ესტატეს ძე ლორთქიფანიძის სამადლობელი წერილი შემომწირველებისადმი, რომლებმაც სამკითხველოს ფინანსური და მატერიალური დამხმარება აღმოუჩინეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ კირაკოზას ფსევდონიმით დავით ნიკოლოზის ძე ავალიანის კორესპონდენცია „ს. ნიგოითი, სოფლის დაწინაურება“ გამოქვეყნდა, რომელშიც ნიგოითის დიდ ბაზრობაზე იყო მოთხრობილი, სადაც მუშტარი და მოვაჭრეები სამტრედიიდან და კულაშიდანაც ჩამოდიოდნენ.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შორაპნის მაზრის ახალი უფროსის, იოსებ დიმიტრის ძე ნეტკაჩევის მეცადინეობით, დაბა ყვირილას ბაზარში სანიმუშო წესრიგი დამყარებულა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 15 ივლისიდან თვის ბოლომდე ოზურგეთის მაზრის უფროსის, ივან ლაზარენკოს მეთვალყურეობით, სოფელ ნაგომარში სახალხო ბაზრობა იმართებოდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 7 ივლისს სოფელ ცერონისში ძმებმა ბარძიმ, ნიკო და გიგო ფალავანდიშვილებმა სადავო მამულის გამო გულმკერდისა და მარჯვენა მაჯის არეში ხანჯლით დაჭრეს მათივე ძმა, ვარლამ ფალავანდიშვილი. ექიმ ი. თურმანიძის თქმით, ჭრილობები სასიკვდილო არ იყო, თუმცა ვარლამ თურმანიძე მარჯვენა ხელით მუშაობას ვეღარ შეძლებდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 17 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ხორშელის ფსევდონიმით სპირიდონ ნორაკიძის კორესპონდენცია „ს. ხორში, ბანქოს მოთამაშენი“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, განსვენებული ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილის მიერ შეწირული 560 წიგნის ბაზაზე დუშეთში ფასიანი სამკითხველო და წიგნთსაცავი დაარსდებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის ხელოსანთა გამგეობის წევრებმა ქალაქის გუბერნატორს ერთობლივი საჩივარი წარუდგინეს, რომლის თანახმად ხელოსანთა მოურავი კ. სერობიანცი ამქრის თანხების მითვისებაში იყო მხილებული.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჩრდილოეთში მივლინებით მყოფი დეკანოზი იოანე სერგიევი საქართველოში ბრუნდებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასულიერო მმართველობამ დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი თბილისის ანჩისხატის ეკლესიის მღვდლად აკურთხა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, არქიმანდრიტი გერმოგენი თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის თანამდებობას დაიკავებდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 20 ივლისს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი თბილისში სტუმრობას და იმავე საღამოს კოჯრის სააგარაკო სახლში დაბინავებას აპირებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დიდმა მთავარმა ალექსანდრე მიხეილის ძე რომანოვმა მცხეთის ტაძრის განმაახლებელ კომიტეტს 2000 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 1-ელი სექტემბრიდან თბილისში, ერევნის ქუჩაზე მდებარე კავკასიის საამხანაგო აფთიაქში, ელიზბარ ჯაჯანაშვილი მოწაფეებისთვის ფოტოგრაფიული ხელოვნების უფასო გაკვეთილების გამართვას გეგმავდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 11 ივლისს თბილისის პოლიციამ ფოსტიდან 50 ათასი მანეთის ქურდობაში ეჭვმიტანილი გედეონ ორჯონიკიძე დააპატიმრა და მეტეხის ციხეში მოათავსა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 12 ივლისს სამტრედიის საზაფხულო თეატრში მოყვარულმა მსახიობებმა რაფიელ ერისთავის კომედია „ჯერ დაიხოცნენ, მერე დაქორწილდნენ“ წარმოადგინეს, რომელშიც მთავარ როლებს ვ. კვალიევისა, ნ. კანდელაკისა, ვ. ჭრელაშვილი და ვ. ზალდასტანოვი ასრულებდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 9 ივლისს სოფელ ციხისჯვარის აბანოში მყოფ ნინა სოგომონოვას და მის თანმხლებ პირებს თავს დაესხა ყაჩაღ ალი-ბეგ მურსაყულოვის შეიარაღებული რაზმი და ძვირფას ნივთებთან ერთად 200 თუმნამდე თანხა გაიტაცა.