რეგისტრირებული ფაქტები85194
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1876
ტიპი: თანამდებობა
1876-1883 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწე იყო ივანე გაფრინდაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 4 მაისს არქიტექტორმა სვიმონ კლდიაშვილმა ხარფუხში სცენის მშენებლობა დაიწყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის მაისში გრიგოლ მესხი კავკასიელ მხატვრებთან მოსალაპარაკებლად თბილისში ჩამოვიდა, რათა მათ ქუთაისში სურათების პირველ გამოფენაში მიეღოთ მონაწილეობა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 21 აპრილს თელავის საკრებულო დარბაზში მსახიობ ალექსანდრე შანშიაშვილის მონაწილეობით ლიტერატურული საღამო გაიმართა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვლადიმერ მირიანაშვილი გერმანიაში ტყვედ წაიყვანეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 26 აპრილს ბაქოში თეატრალური სეზონის გამოსათხოვარი წარმოდგენა ანტონ ჭუმბურიძის სიმღერით დასრულდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის ივნისში მწერალი იაკობ თომას ძე ცინცაძე ალექსანდრე ყიფშიძის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 26 მაისს სახალხო სახლში რომანოზ ნიკოლოზის ძე სალაყაიას სცენაზე მოღვაწოეობის 20 წლისთავის აღსანიშნავად წარმოადგინეს „პარიზის ღარიბ-ღატაკნი“.
1883
ტიპი: ღონისძიება
1883-1889 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლის პარალელურად რეპეტიტორობდა.
1873
ტიპი: ღონისძიება
1876-1883 წლებში იაკობ ფანცხავა რეპეტიტორობიდან აღებული ფულით კლასგარეშე საკითხავ წიგნებს ყიდულობდა.
1943
ტიპი: თანამდებობა
1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ივანე როსტომაშვილი იყო გამომცემელი.
1895
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1895 წელს, გაზეთ „კვალთან“ თანამშრომლობის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ გაიცნო აკაკი წერეთელი.