რეგისტრირებული ფაქტები86739
სორტირება თარიღი მზარდობით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს იაკობ ფანცხავა იყო თბილისში გამართული საქართველოსა და ამიერკავკასიის მეორე ყრილობის დელეგატი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილი ავტობიოგრაფიაში მისი დასურათებული მოძრავი ქართული ანბანის პირველად გრიგოლ ჩარკვიანის მიერ გამოცემის შესახებ წერდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1925 წლებში დაწერილ ავტობიოგრაფიაში ალექსი მირიანაშვილი იხსენებს, თუ როგორ გულითადად მიიღო იგი გაზეთ „დროების“ რედაქტორმა სერგეი მესხმა და პირველი წერილის გამოქვეყნებას შეჰპირდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1925 წლებში ალექსი მირიანაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, გაზეთ „დროების“ რედაქციაში რედაქტორ სერგეი მესხის გარდა კაცი იშვიათად თუ ნახავდა ვინმეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილის დასურათებული მოძრავი ქართული ანბანის მეორე გამოცემა იაკობ ზედგინიძეს ეკუთვნოდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილი თანამშრომლობდა სერგეი მესხის გაზეთ „დროებასთან“, ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიასთან“, ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის ჟურნალ „ივერიასთან“ და გაზეთებთან „ცნობის ფურცელი“ და „სახალხო ფურცელი“.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილის თხზულებები იბეჭდებოდა ალექსანდრე ჭყონიასა და შემდგომში ალექსანდრე ჯაბადარის ჟურნალ „მოამბეში“, გრიგოლ დიასამიძის გაზეთ „თემში“, ალექსანდრე ნებიერიძის ჟურნალ „თეატრში“ და იოსებ იმედაშვილის ჟურნალ „თეატრი და ცხოვრებაში“.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922-1925 წლებში დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ალექსი მირიანაშვილის თხზულებები იბეჭდებოდა საბავშვო ჟურნალებში, კერძოდ, ანდრია ღულაძის „ნობათში“, ანასტასია წერეთლის „ჯეჯილში“, მარიამ დემურიასა და შემდგომში ნინო ნაკაშიძის „ნაკადულში“.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მარიამ დემურია იყო საბავშვო ჟურნალ „ნაკადულის“ რედაქტორ-გამომცემელი.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922-1925 წლებში დაწერილი ალექსი მირიანაშვილის ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ჭყონია იყო ჟურნალ „მოამბის“ რედაქტორ-გამომცემელი.

